კახეთში საექსპორტო ხარისხის ატმის ფასი საგრძნობლად გაიზარდა

კახეთში საექსპორტო ხარისხის ატმის ფასი საგრძნობლად გაიზარდა

access_time2021-07-22 15:00:31

კახეთში საექსპორტო ხარისხის ატმის ფასი ბოლო დღეებში საგრძნობლად გაიზარდა. რეგიონი ამ ხილის ბაზარზე მთავრი მიმწოდებელია.


დღეის მდგომარეობით, რეგიონის სამაცივრე მეურნეობებში ადგილობრივი ფერმერებისგან კილოგრამ ატამს 2,2–2,5 ლარად ყიდულობენ.


შედარებისთვის, ივლისის პირველ რიცხვებში, როდესაც კახეთში ატმის რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა, 1 კგ ატმის შესასყიდი ფასი 1–1,4 ლარს შეადგენდა.


დღეისათვის საექსპორტო ატმის დამზადებით კახეთში 39 სამაცივრე მეურნეობაა დაკავებული, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობენ.



„რეგიონის ტერიტორიაზე ამჟამად მოქმედი 39 სამაცივრე მეურნეობა ერთმანეთთან კონკურენციაში არიან. ამას ემატება მოთხოვნის ზრდა შიდა ბაზარზე. სწორედ ეს განაპირობებს ფასების დონეს. აღსანიშნავია, რომ ექსპორტიორები საზღვარგარეთ ქართული ატმის ცნობადობის ზრდაზე მიუთითებენ. ქართული ატამი გარეგნულად დიდად არ განსხვავდება სხვა ქვეყნების ნაწარმისგან, მაგრამ უცხოელი მომხმარებლები ქართულ ატამს გემოვნური თვისებების გამო ანიჭებენ უპირატესობას“, – აღნიშნა „გურჯაანიTV“–სთან ინტერვიუში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ვანო ბასილაშვილმა.


მისივე თქმით, სამაცივრე მეურნეობებს ქართული ატმის რეალიზაციის პროცესში გადამწყვეტი როლი აქვთ.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 1–ლი მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტზე, ჯამში, 15 069 ტონა ატამი გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიური მერიოდის მაჩვენებელს 67%–ით აღემატება. ფულად გამოსახულებაში ექსპორტმა $13,322 მლნ შეადგინა – 65%–ით მეტი წინა წლის

ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ქართული ატმის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, სადაც 9 378 ტონა ატამი გავიდა (მთლიანი ექსპორტის 62%) და სომხეთი – 4 757 ტონა (32%).  საანგარიშო პერიოდში ატამი უკრაინაშიც გავიდა (337 ტ.), ასევე აზერბაიჯანში (269 ტ.), მოლდოვაში (116 ტ.), ბელარუსში (99ტ.), ყაზახეთში (95 ტ.) და სლოვენიაში (18 ტ.).

EastFruit





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up