მდინარე ალაზანში წყლის მოცულობა მკვეთრად  შემცირდა

მდინარე ალაზანში წყლის მოცულობა მკვეთრად შემცირდა

access_time2019-08-21 09:30:37

კახეთში, მდინარე ალაზანში წყლის მოცულობა მკვეთრად არის შემცირებული. მდინარის დაშრობის მიზეზად გვალვა სახელდება.


აღსანიშნავია, რომ მდინარის წყლით მარაგდება ალაზნის სარწყავი არხი. ალაზნის სარწყავი არხი სათავეს პანკისის ხეობიდან, სოფელ დუისიდან იღებს. წყალსაცავი ნაგებობიდან მდინარის ერთი ნაწილი სარწყავ არხში გადაედინება. ახმეტის მელიორაციის სამსახურში ამბობენ, რომ სარწყავი არხისთვის წყლის კანონით განსაზღვრულ რაოდენობას იღებენ.


„სარწყავ არხში მდინარე ალაზნიდან წყალს ვუშვებთ, მაგრამ დადგენილი სანიტარული ხარჯი მდინარის კალაპოტში რჩება. ის მცირე რაოდენობა კი რაც არსებობს, როგორც ჩემთვის ცნობილია, მოსახლეობა საკუთარი ბაღჩეული კულტურების მოსარწყავად იყენებს. სავარაუდოდ, მდინარის კალაპოტი 20 კილომეტრ მანძილზეა დამშრალი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ახმეტის მელიორაციის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოსო გიგოლაშვილმა.



მდინარე ალაზანზე კალაპოტის დაშრობას უნალექო ამინდით და გვალვიანი ზაფხულით ხსნის ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი.


„სარწყავი არხი ზემო და ქვემო ალვანის ტერიტორიაზე არ გადის. ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში აქვს მდინარის წყალი გაშვებული და ამ ორ სოფელს შორის წყალი ხშირად ხდება დაპირისპირების მიზეზი. თუმცა გვალვაა და ყველას უნდა, მოსავალი გადაარჩინოს“, – აცხადებს სოსო ქარუმაშვილი.


მდინარე ალაზნის კალაპოტში წყალი მას შემდეგ ჩნდება, რაც თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის ტერიტორიებზე არსებული შენაკადი მდინარეები: სტორი, ლოპოტა, ინწობა, ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, კაბალი, მაწიმისწყალი უერთდება.


1ტვ


თეგები:
ალაზნი



#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება
access_time2020-07-16 14:00:39
დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის ლიბერთი ბანკისა და კომპანია „აქვა გეო"-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება. ლიბერთი ბანკის სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან.   პანდემიის გამო, ჯანდაცვის რეკომენდაციების  გათვალისწინებით, ბანკის სერვისცენტრებში მხოლოდ განსაზღვრული ადამიანების თავშეყრაა დასაშვები. გარეთ კი ცხელა, და მომხმარებლებისთვის კომფორტის...

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა - კობერიძე გაბუნიას

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების  წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა -  კობერიძე გაბუნიას
access_time2020-07-16 15:45:09
„თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა, ჯანდაცვის სამინისტრო გაიზიარებს იმ ტენდენციას, რაც მარეგულირებლებს აქვს, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოს ბიზნესი“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მარეგულირებელს რეალურად ეძლევა  საშუალება, რომ თავისი შეხედულების მიხედვით, ცუდი განზრახვების პირობებში კლინიკის საქმიანობა შეაჩეროს. დამოუკიდებელი დეპუტატმა კითხვები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას...

იპოთეკაზე განაცხადების რაოდენობა 10-ჯერ გაზრდილია - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი

იპოთეკაზე განაცხადების რაოდენობა 10-ჯერ გაზრდილია - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი
access_time2020-07-16 18:00:33
„იპოთეკურ სესხებზე განაცხადების რაოდენობა მკვეთრად,დაახლოებით 10-ჯერ გაზრდილია,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე საუბრობს.   მისი ინფორმაციით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ზრდაა როგორც სუბსიდირებულ სესხებზე, ისე იმ კრედიტებზე, რომლებიც სუბსიდირების პროგრამაში ვერ მოხვდებიან.შედარება ხდება პანდემიამდე პერიოდთან.   ძნელაძეს უჭირს იმაზე საუბარი ეს ეფექტი გრძელვადიანი იქნება თუ არა, თუმცა,...

კობა გვენეტაძე - „ფულადი გზავნილების 17.8%-იანი გაზრდა, ეკონომიკურ აქტივობას გამოაცოცხლებს“

კობა გვენეტაძე - „ფულადი გზავნილების 17.8%-იანი გაზრდა, ეკონომიკურ აქტივობას გამოაცოცხლებს“
access_time2020-07-16 14:00:33
„ივნისში ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით გაიზარდა. როგორც ამავე საკითხთან დაკავშირებულ წინა პოსტში აღვნიშნე, დადებითი ტენდენციები ამ მაჩვენებლის დინამიკაში მნიშვნელოვანი და კარგი ფაქტია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმდენად გაუარესებული არ გვექნება, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში ჩანდა. ეს კი, თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებასა და პანდემიის დასაწყისში მოსალოდნელთან შედარებით უფრო მყარ ლარსაც ნიშნავს“, — ამის...

კურორტ ბაკურიანის უკეთ მართვის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დააფუძნებს

კურორტ ბაკურიანის უკეთ მართვის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დააფუძნებს
access_time2020-07-16 12:20:23
ბორჯომის მუნიციპალიტეტი პირველია, რომელსაც საქართველოს მთავრობამ უფლება მისცა შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი კურორტ ბაკურიანის ეფექტურად მართვის მიზნით. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. „ამ უფლების განსახორციელებლად, პირველ ეტაპზე, დაბა ბაკურიანი და სოფელი მიტარბი განისაზღვრა იმ დასახლებათა ერთობლიობად, რომელშიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააფუძნებს ახალ მართვის ორგანოს. 2019...


მსგავსი სიახლეები

up