კახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება

კახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება

access_time2020-05-29 13:00:07

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კახეთის რეგიონში აგრძელებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობას. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.



მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი გუბერნიის და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად.



,,დღეს კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ვიყავით და ძალიან სასიხარულოა რომ მიუხედავად ვირუსით გამოწვეული პაუზისა, ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. 2020 წელი ისეთივე აქტიურია კახეთისთვის როგორც გასული წელი. რეგპროექტებისთვის გამოყოფილია, დაახლოებით 44 მილიონი ლარი თანადაფინანსების გარეშე. სამუშაოები მიმდინარეობს 140 პროექტზე. ეს პროექტები სხვადასხვა ფაზაშია, თუმცა სამუშაოები ყველა ობიექტზე მიმდინარეობს. კომპანიების დიდმა ნაწილმა მოგვმართა დაკარგული დროის დაკომპენსირებისთვის, რაც თავისთავად კანონმდებლობით გათვალისწინებულია და ვიმედოვნებ რომ ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა ყველა პროექტი“-განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.




რეგფონდით დაფინანსებულ პროექტებს შორისაა: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მონასტერთან მიმავალი გზის მოასფალტება, საბავშვო ბაღის შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, სოფელ ჩაილურის ცენტრალური გზის მოასფალტება, ბადიაურში სპორტული დარბაზის მოწყობა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში გზის რეაბილიტაცია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ახალი ჭაბურღილის და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და სხვა.



2020 წელს კახეთის რეგიონი 44 მილიონი ლარით დაფინანსდა, რვა მუნიციპალიტეტში 140 პროექტი ხორციელდება. რეგპროექტებზე მუშაობა წლის დასაწყისიდანვე მაღალი ტემპით დაიწყო, პანდემიის გამო სამუშაოები დროებით შეფერხდა, თუმცა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე რეგიონის მუნიციპალიტეტებში სამუშაოები კვლავ განახლდა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up