კახეთში ჰესების კასკადის მშენებლობის კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია

კახეთში ჰესების კასკადის მშენებლობის კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია

access_time2017-08-23 10:00:37

კახეთში ჰესების კასკადის მშენებლობის კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია. ამის შესახებ „კომერსანტთან“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანაშვილმა განაცხადა.

 

როგორც ცნობილია, პანკისის ხეობაში, მდინარე სამყურის წყალზე, ალაზნის მარცხენა შენაკადზე 30 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური აშენდება. ეს არის კასკადი, რომელიც შედგება 2 ჰიდროელექტროსადგურისგან.

 

იორდანაშვილი „კომერსანტთან“ დაახლოებით ერთი თვის წინ აცხადებდა, რომ კახეთში ჰესების კასკადის მშენებლობა სავარაუდოდ 15 აგვისტოდან დაიწყებოდა. დღეს „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ ნებართვის გამცემმა ორგანომ, ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტრომ დოკუმენტაციაში გარკვეული ხარვეზები აღმოაჩინა. კომპანია მუშაობს ამ მიმართულებით და სავარაუდოდ, კვირის ბოლოს უწყებას ნებართვის მისაღებად განაცხადს ხელმეორედ წარუდგენს.

 


იორდანაშვილის  ინფორმაციით, სტანდარტულად სამშენებლო ნებართვის გასაცემად 20 დღეა საჭირო. თუმცა, მისივე განმარტებით,კონკრეტული თარიღი, თუ როდისთვის მიიღებს კომპანია სამშენებლო ნებართვას და როდის დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს, დაუზუსტებელია.

 

მისივე მტკიცებით, სრულად მოგვარებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების (ჯამში 30 ჰექტარი) გადაცემის საკითხი.

 

როგორც ცნობილია, პროექტში 30-35 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.სამშენებლო სამუშაოებს 3 წელი დასჭირდება,  პროექტის მფლობელი კი სრულად კომპანია „ფერია. ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავება 130 მილიონი კილოვატსაათი იქნება.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 



დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
access_time2020-01-25 16:30:27
...

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“
access_time2020-01-25 18:00:28
შუა საუკუნეებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ძირითადად სამხრეთით - სომხეთისა და შირვანისკენ (თანამედროვე აზერბაიჯანი) იყო მიმართული. წერილობით წყაროებში შემორჩენილი მწირი ინფორმაციის თანახმად, შავი ზღვის მიმართულებას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. მხოლოდ XVII საუკუნიდან მოგვეპოვება მრავალი ცნობა ხელსაყრელი საპორტო ადგილის შესახებ, რომელიც უკვე “ანაკლიად” მოიხსენიება.   აღსანიშნავია, რომ ანაკლიის საპორტო აქტივობა დაემთხვა დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრების ზოგად...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...


მსგავსი სიახლეები

up