კახეთში ჰესების კასკადის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება

კახეთში ჰესების კასკადის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება

person access_time2017-04-27 12:50:43


კახეთში ჰესების კასკადის მშენებლობას კომპანია „ფერი" ზაფხულში დაიწყებს. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანაშვილი რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს - პანკისის ხეობაში, მდინარე სამყურის წყალზე, ალაზნის მარცხენა შენაკადზე 30 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური აშენდება. მისივე განმარტებით, ეს არის კასკადი, რომელიც შედგება 2 ჰიდროელექტროსადგურისგან.

 

ლაშა იორდანაშვილის თქმით, მემორანდუმი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით 2 წლის წინ გააფორმეს სახელმწიფოსთან. ამ დროისთვის დასრულებულია წინასაპროექტო კვლევის ანგარიში, გარემოზე ზემოქმედების კვლევა და საჯარო განხილვები. დაწყებულია სამშენებლო ნებართის აღების ფაზა და ზაფხულის ბოლოს იგეგმება მშენებლობის დაწყება. იორდანაშვილის თქმითვე, სამშენებლო სამუშაოებს 3 წელი დასჭირდება, პროექტში 30-35 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

 

ამ ეტაპზე უცნობია, რომელი საერთაშორისო ინსტიტუტი გამოყოფს დაფინანსებას. პროექტის მფლობელი კი სრულად კომპანია „ფერია". ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავება 130 მილიონი კილოვატსაათი იქნება.

 


რაც შეეხება კომპანიის კიდევ ერთ პროექტს „ონის ჰესების კასკადს" , კომპანია ამ შემთხვევაშიც სამშენებლო ნებართვის მოპოვების ეტაპზეა და მშენებლობა სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება.


საქართველოში დღეს არსებულ მომუშავე ჰიდროელექტროსადგურებში ონის კასკადი თავისი დადგმული სიმძლავრის სიდიდით მეოთხე იქნება, ხოლო მისი გამომუშავებული ენერგია საქართველოს ენერგომოხმარების 8%-ს შეადგენს. ონის ჰესების კასკადი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე აშენდება. პროექტს კომპანია „ფერი" თანაინვესტირების ფონდთან ერთად ახორციელებს. „ონის კასკადის" სიმძლავრე 200 მეგავატი იქნება,ჰესის საინვესტიციო ღირებულება 320 მილიონი დოლარია. მისი დასრულება კი მშენებლობის დაწყებიდან 4-5 წელიწადში მოხდება.





 



დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
access_time2020-01-25 16:30:27
...

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“
access_time2020-01-25 18:00:28
შუა საუკუნეებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ძირითადად სამხრეთით - სომხეთისა და შირვანისკენ (თანამედროვე აზერბაიჯანი) იყო მიმართული. წერილობით წყაროებში შემორჩენილი მწირი ინფორმაციის თანახმად, შავი ზღვის მიმართულებას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. მხოლოდ XVII საუკუნიდან მოგვეპოვება მრავალი ცნობა ხელსაყრელი საპორტო ადგილის შესახებ, რომელიც უკვე “ანაკლიად” მოიხსენიება.   აღსანიშნავია, რომ ანაკლიის საპორტო აქტივობა დაემთხვა დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრების ზოგად...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...


მსგავსი სიახლეები

up