კახეთში ჰესების კასკადის მშენებლობა შეჩერებულია

კახეთში ჰესების კასკადის მშენებლობა შეჩერებულია

access_time2018-08-21 12:30:52

კახეთში ჰესების კასკადის მშენებლობა შეჩერებულია. რადიო „კომერსანტთან“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანაშვილი აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში ორი სადგურის სამშენებლო ნებართვა გაცემულია და გარკვეული სამუშაოები უკვე ჩატარდა კიდეც, თუმცა არასამთავრობოების და მოსახლეობის პროტესტის შემდეგ პროცესი დროებით შეჩერებულია.


„ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ მოსახლეობასთან, გვაქვს შეხვედრები, ისინი საქმის კურსში არიან ყველა საკითხთან დაკავშირებით, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომელთა ინტერესი არის, რომ ქვეყანა არ გახდეს ენერგოდამოუკიდებელი ამ მიზნისთვის ბოლომდე იხარჯებიან და გარკვეულ დონეზე ახერხებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“ – აცხადებს იორდანაშვილი.


მისივე თქმით, ეს იქნება მოდინებაზე ორიენტირებული ჰესი და არ მოხდება არცერთი კვადრატულის დატბორვა. იორდანაშვილს, იმედი აქვს, რომ უახლოეს დღეებში მოლაპარაკებები მოსახლეობასთან დასრულდება და სამშენებლო პროცესი განახლდება. როგორც ცნობილია, პანკისის ხეობაში, მდინარე სამყურის წყალზე, ალაზნის მარცხენა შენაკადზე 30 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური აშენდება. ეს არის კასკადი, რომელიც შედგება 2 ჰიდროელექტროსადგურისგან. პროექტში 30-35 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. სამშენებლო სამუშაოებს 3 წელი დასჭირდება. ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავება 130 მილიონი კილოვატსაათი იქნება.


სალომე სოსელია 




საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება
access_time2020-05-29 18:57:05
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ეროვნული ლიგის შეწყვეტილი გათამაშება 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდება. „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე, მომდევნო კვირის განმავლობაში, ათივე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-29 21:30:34
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როცა ინფლაცია ასეთი მაღალია და ლარი გაცამტვერებული, როგორ ვიტყვით რომ ეროვნული ბანკი კრიზისს თავს ართმევს ლარის კურსი პანდემიის გავრცელებამდეც მაღალი მერყეობით ხასიათდებოდა, თუმცა COVID-19 -ის ეფექტმა უფრო მეტად შეასუსტა მისი პოზიციები. მარტის თვეში,...

ევროპაში აზერბაიჯანულ გაზს მოუთმენლად ელიან

ევროპაში აზერბაიჯანულ გაზს მოუთმენლად ელიან
access_time2020-05-29 20:00:03
ევროპელები რუსული გაზისადმი ინტერესს კარგავენ - თურქეთის გავლით გაზსადენი „სამხრეთ ნაკადიც“ წარსულს ჩაბარდა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ც სავარაუდოდ მის ბედს გაიზიარებს.   პოლონეთმა რუსული გაზის ტრანზიტზე უარი განაცხადა, თავისი წვლილი კორონავირუსმაც შეიტანა. საბოლოოდ, „გაზპრომის“ მიწოდება ათობით პროცენტებით შემცირდა.   ევროპას გაზი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიეწოდება, ფასი კი მინიმუმამდე დაეცა..   ფაქტია, რომ...

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?
access_time2020-05-29 17:30:24
ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების თანახმად, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ...

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...


მსგავსი სიახლეები

up