კახეთში გადამუშავებულია 11 ათას ტონაზე მეტი ყურძენი

კახეთში გადამუშავებულია 11 ათას ტონაზე მეტი ყურძენი

access_time2019-09-06 11:26:39

5 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 11 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. ამის შესახებ „კომერსანტს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე რთველის მიმდინარეობას სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში გაეცნო და რამდენიმე ისეთ მცირე მარანს ესტუმრა, რომლებიც ახლა იწყებენ ღვინის წარმოებასა და ბაზარზე რეალიზაციას. 



სიღნაღში, სოფელ ძველ ანაგაში მარანი „ანაგურელი“ წელს პირველ მოსავალს გადაამუშავებს. „ანაგურელი“ ისტორიული მარნის რესტავრაციის შედეგად გაიხსნა და მასში ასწლოვანი ქვევრებია განთავსებული. ყურძნის გადამამუშავებელი მოწყობილობები მარანმა ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეიძინა. მარანში ამჟამად შესაძლებელია 80 ტონა ყურძნის გადამუშავება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში „ნასრაშვილების მარანი“ მეორე წელია რთველს ატარებს და წელს ღვინის ექსპორტს უკვე ევროპის მიმართულებით გეგმავს. „ნასრაშვილების მარანში“ ღვინოს აყენებენ როგორ ტრადიციული ქართული, ისე კლასიკური მეთოდით. ორივე მარანი როგორც საკუთარ ვენახში მოწეულ, ასევე მევენახეებისგან შეძენილ იშვიათი ჯიშის ყურძენს გადაამუშავებს და საექსპორტო ბაზრების ათვისებასთან ერთად, ორიენტირებულები არიან ღვინის ტურიზმის განვითარებაზე.



დავით ტყემალაძის განცხადებით, სახელმწიფოს ხელშეწყობით მცირე მარნების რაოდენობა კახეთის რეგიონში ბოლო წლებში რამდენჯერმე გაიზარდა და ამჟამად მარტო კახეთში 500-ზე მეტს ითვლის, რაც მიანიშნებს რომ მეღვინეობის ინდუსტრია სწორი მიმართულებით ვითარდება, ევროპის განვითარებული მეღვინეობის ქვეყნების მაგალითზე.




„2019 წლის ივნისის ბოლოდან განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზარზე ექსპორტის შემცირებას და რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე სანქციების შესაძლო დაწესების მოლოდინს კერძო სექტორის აქტივობაზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოეხდინა, ამის მიუხედავად, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების სამინისტროსთან და მეღვინეობის ინდუსტრიასთან ერთად იმუშავა, რომ მოსახლეობას ყურძნის რეალიზაციის პრობლემა არ შექმნოდა და რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე დაწყებულიყო. რთველი კახეთში პიკურ ფაზას დაახლოებით ერთ კვირაში მიაღწევს“, - აღნიშნა დავით ტყემალაძემ.



წელს კახეთში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97) განთავსდა. სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.




თეგები:
რთველი 2019



„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „

„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „
access_time2019-10-13 18:00:26
რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარტია ახალი საქართველოს წევრმა, ეკონომისტმა, ალექსი ნონიაძემ 2020 წლის ბიუჯეტსა და ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. „ლარს ამყარებს მწარმოებლურობა. საქსტატი გვეუბნება, რომ უმუშევრობა ქვეყანაში 12%-მდე შემცირდა, მაგრამ რის ხარჯზე? საქსტატი არ ითვლის თვითდასაქმებულების რიცხვს. ქალაქსა და სოფელში ჯამში 800 ათასი ადამიანია თვითდასაქმებული. ქალაქში თვითდასაქმებულების...

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები
access_time2019-10-13 20:00:36
დეიტონის უნივერსიტეტის (აშშ) მკლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მომსახურეობის სფეროს თანამშრომლები მიმზიდველი გარეგნობით, ხშირად იწვევენ მომხმარებლებში ნეგატიურ ემოციებს. მეცნიერებმა ჩაატარეს რამდენიმე ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდა კოლეჯის 309 სტუდენტი - მათ შესთავაზეს რესტორანში სერვისის ხარისხის და მომსახურეობით კმაყოფილების დონის შეფასება. ასევე მათ უნდა შეეფასებიათ ოფიციანტების სილამაზე და დაეხასიათებიათ საკუთარი დამოკიდებულება მათ...

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს
access_time2019-10-13 16:00:49
2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სულ 8,949,777 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა - 2,747,100 ლარი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ „ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2018 წელს“ კვლევაშია აღნიშნული. ამავე კვლევის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვის მაჩვენებლით მეორე ადგილს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია იკავებს - 1,395,232 ლარით. ასევე, ნახევარ...

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც
access_time2019-10-13 12:00:28
„ელექტროენერგიაზე და ზოგადად, ენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბუნებრივია და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება მოთხოვნა ენერგიაზეც. ეკონომიკური ზრდა დაკავშირებულია ახალ წარმოებებთან, ახალ საცხოვრებელ მასივებთან, რომლებიც მოიხმარენ ენერგიას. ჩვენ გაცილებით უფრო მეტი ტემპებით გვეზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ვიდრე ეკონომიკური ზრდაა. საშუალოდ, 4.55%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, როცა ენერგეტიკაზე მოთხოვნა...

კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორია

კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორია
access_time2019-10-12 13:55:31
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ეხმაურება S&P Global Ratings-ის მიერ სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას და ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს გადაწყვეტილებას  დადებითად აფასებს.   „საერთაშორისო ინვესტორებისათვის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორი საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგებია. ამიტომ, მისასალმელია საინვესტიციო რეიტინგის გაუმჯობესება....


მსგავსი სიახლეები

up