კახეთის რკინიგზის აღდგენა თბილისში შემომავალი მანქანების რაოდენობას მკვეთრად შეამცირებს

კახეთის რკინიგზის აღდგენა თბილისში შემომავალი მანქანების რაოდენობას მკვეთრად შეამცირებს

access_time2022-05-18 15:00:22

საცობი დილით, საცობი შუადღეს, საცობი საღამოს - გადატვირთული მოძრაობა თბილისის ქუჩებში ბოლო პერიოდის მუდმივი პრობლემაა. რეალურად სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგება კახა კალაძის საარჩევნო დაპირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, თუმცა მერობიდან მე-5 წლის თავზე პრობლემა როგორც ქვეითებისთვის, ისევ მძღოლებისთვის მოუგვარებელია. გადატვირთული სატრანსპორტო ნაკადების განსატვირთად თბილისის მერიას რეკომენდაციით დეველოპერული კომპანია „არსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი მიმართვას. ბიზნესმენის აზრით, მაქსიმალური ყურადღება საგარეუბნო ტრანსპორტის განახლებას უნდა დაეთმოს. იგი ამბობს, რომ პროექტი თბილისი-თელავის სარკინიგზო მაგისტრალის მიმოსვლის აღდგენით უნდა დაიწყოს, რა დროსაც კახეთიდან შემომავალი მანქანების რაოდენობა განახევრდება და ტრანსპორტის ნაკადით სავსე ქუჩები განიტვირთება:

 

„თბილისში გადატვირთული სატრანსპორტო პრობლემის გადაწყვეტა, ცხადია, ადვილი არ არის და ამას რამდენიმე მწყობრი ნაბიჯის გადადგმა სჭირდება. ჩვენი კვლევით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია თბილისის მიმდებარე რაიონებში საგარეუბნო ელექტრომატარებლის აღდგენა და განვითარებაა. ამ მიმართულებით, ყველაზე ადვილად შეიძლება კახეთის საგარეუბნო რკინიგზა აღდგეს. სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისთვის, თითქმის 80% ჯდება ე.წ. გზის პროფილის მშენებლობა, ხოლო დაახლოებით 20% სარკინიგზო ლიანდაგების დაგება. ჩვენს შემთხვევაში პროფილი უკვე არსებობს და ძალიან მოკლე ვადებში, მცირე დანახარჯებით აბსოლუტურად რეალურია აღვადგინოთ და გავხსნათ თელავის მიმართულებით საგარეუბნო ელექტრომატარებლის მიმოსვლა. ევროპული სტანდარტებით, ეს არის საათზე ნაკლებ დროში დასაფარი მარშრუტი. რკინიგზის აღდგენა ძალიან ბევრი მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. პირველ რიგში მკვეთრად შეამცირებდა თბილისში შემომავალი მანქანები - ჩვენი ვარაუდით, კახეთიდან შემომავალი მანქანების რაოდენობა განახევრდება, პროექტი ასევე ძალიან განავითარებს ტურიზმს და ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონის განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

 


შეგახსენებთ, რომ  უფუნქციოდ დარჩენილი კახეთის საუკუნოვანი რკინიგზის შესახებ „კომერსანტი“ ჯერ კიდევ გასულ წელს წერდა. ჩვენ გიყვებოდით, რომ 35 წლის წინ თელავიდან პეტერბურგში მატარებლით ჩასვლა გადაჯდომის გარეშე იყო შესაძლებელი, დღეს ხაზზე მხოლოდ ცარიელი ელმავლები, ე.წ. დრიზინები და იშვიათად სატვირთო შემადგენლობები მოძრაობენ. 2018 წლის მარტში, ტურიზმის განვითარების ფარგლებში, ამ რკინიგზის აღმოსავლეთის მონაკვეთის აღდგენის სურვილი გამოითქვა, მას შემდეგ 3 წელი გავიდა, 3 პრემიერი გამოიცვალა, მაგრამ კახეთის რკინიგზა არ აღდგენილა.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up