კახაბერ ცისკარიძემ ტანსაცმლის საკუთარი ბრენდის შოურუმი გახსნა

კახაბერ ცისკარიძემ ტანსაცმლის საკუთარი ბრენდის შოურუმი გახსნა

access_time2020-07-20 15:00:49

კახაბერ ცისკარიძე საკუთარი დიზაინით ტანსაცმელს უკვე სამი წელია კერავს, თუმცა ივლისის დასაწყისში მომღერალმა ბათუმში Kakhaberi Clothing-ის ბრენდის შოურუმი გახსნა. შოურუმი ტრანსფორმირებადი სივრცეა, სადაც ეწყობა მუსიკალური ღონისძიებებიც და გაიმართება ფერწერული გამოფენებიც. კახაბერის ტანსაცმლის კოლექციაში წარმოდგენილია ორი მიმართულება, რომელიც განსხვავდება ფასითა და სტილით. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია მუსიკაზე , ხოლო ბრენდის  დევიზია Share my comfort-გააზიარე ჩემი კომფორტი.


„სამი წელია ტესტირებას გადის ეს სამოსი, ვაყალიბებდით რა ფორმით, ხარისხით და შემადგენლობით უნდა ყოფილიყო და ცოტა ხნის წინ პირველი შოურუმი გავხსენით ბათუმში, ჩემს მშობლიურ ქალაქში. კოლექციაში არის ორი მიმართულება -  ერთი არის თავისუფალი სტილი, რომელიც არის UNISEX-ი და იკერება ბავშვებისთვისაც. ეს მიმართულება მოიცავს შორტებს, შარვლებს, მაისურებს,  ყაბალახებს, ხოლო ფასი 50- ლარიდან 250 ლარამდე მერყეობს. მეორე მიმართულება კი არის უფრო ძვირადღირებული და ფასი 300 ლარიდან იწყება. ეს ხაზი შეკვეთით იკერება.


 უნდა აღინიშნოს, რომ უკვე ძალიან მოთხოვნადია ჩვენი მსუბუქი თავისუფალი ხაზი არა მარტო უცხოელებში, არამედ ადგილობრივებისთვისაც.  ეს არ არის მხოლოდ სამოსის შოურუმი, სივრცე არის ტრანსფორმირებადი, სადაც სხვადასხვა ხელოვანების ღონისძიებები გაიმართება. აქვე წარმოდგენილია დედა სიდონიასთან კოლაბორაციით შექმნილი აქსესუარები,“ - განმარტავს კახაბერ ცისკარიძე.  


გარდა ბრენდის წარდგენისა, მომღერალმა ოთხ ალბომზე იმუშავა. კახაბერ ციხკარიძე საქართველოში პირველი მომღერალია, რომელმაც საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი შექმნა.



„თბილისში ჯერჯერობით არ ვგეგმავ შოურუმის გახსნას, თუმცა არაფერია გამორიცხული. ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია კოლექციამ ბათუმში გაიაროს ტესტირების რეჟიმი. როგორც ვაკვირდებით, გაყიდვების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ფინანსურად შედეგების განხილვას უკვე თვის ბოლოს შევძლებთ. ძალიან პროდუქტიული იყო ჩემთვის პანდემიის პერიოდი და იზოლაცია. გვაქვს ვიდეორგოლი საგალობლებზე და მალე დარელიზდება მსოფლიოს მასშტაბით. ამას გარდა, კიდევ სამი ალბომია მომზადებული, ორი კი - დასრულებულია,“ - ამბობს მომღერალი და დიზაინერი.



სამოსი ქართული ელემენტებითაა გაჯერებული, თუმცა თანამედროვე ელფერით. მომღერალი აღნიშნავს, რომ ბრენდის ახალი კოლექციებით მყიდველს საკუთარ კომფორტს უზიარებს.

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up