დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს, კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ოქრიაშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
„კახა ოქრიაშვილს დაუდასტურდა „კოვიდ-19“. ის სახლის პირობებში მკურნალობს, თავს კარგად გრძნობს და გეგმავს ბრძოლის გაგრძელებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
1tv.ge