კახა ოქრიაშვილის ინიციატივა მთავრობას-„ბიზნესომბუდსმენი  პრემიერს  ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ“

კახა ოქრიაშვილის ინიციატივა მთავრობას-„ბიზნესომბუდსმენი პრემიერს ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ“

access_time2019-11-19 12:54:38

ბიზნესმენი და  დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ინიციატივით გამოდის და  აცხადებს, რომ ბიზნესომბუდსმენი  პრემიერს  ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ, რის შემდეგაც  შერჩეული კანდიდატის  აღნიშნულ პოსტზე დაამტკიცება მოხდება.


„ბიზნესომბუდსმენი არ უნდა იყოს პრემიერის დანიშნული, ან შეიძლება იყოს, მაგრამ აუცილებელია კანდრიდატურები ბიზნესასოციაციებმა მიაწოდონ. იმედი მაქვს, რომ ახალი კადრი იქნება ბიზნესისა და სამართლიანობის დამცავი. ამ სტრუქტურის არსიც ამაში მდგომარეობს. დარწმუნებული მინდა ვიყო, რომ სახელს და დაკავებულ პოსტს გაამართლებს ახალი ბიზნესომბუდსმენი.  ჩვენ ხშირი კონტაქტი გვიწევს მათ აპარატთან. ჩემს კომპანიასაც ხშირად ექმნებოდა პრობლემები და ხშირი კომუნიკაცია მიწევდა ბიზნესომბუდსმენებთან.


ძალიან კარგია, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს ამის შესაძლებლობა გვაქვს. როდესაც თავად გახარია იყო, ბიზნესომბუდსმენი ძალიან ეფექტურად მუშაობდა, პირადად მე უამრავი კომპანია ვიცი ვისაც ოპერატიულად დაეხმარა და მათი პრობლემები სიღრმისეულად შეისწავლა. ასევე მინდა ხაზი გავუსვა ლექვინაძის დროს რამდენიმე საქმეს, რომელიც პირადად ვიცი, რომ ბოლომდე შეისწავლა და კარგად დასრულდა საქმე. ამით იმის თქმა მინდა, რომ მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს მიხეილ დაუშვილთან ვისაც ექნება საქმე უფრო მარტივად მოგვარდება საკითხი ვიდრე აქამდე გვარდებოდა არ არის სწორი მიდგომა. ახალი პრემიერია, ახალ გუნდს აყალიბებს, ბიზნესომბუდსმენი მნიშვნელოვანი თანამდებობაა,  ამიტომ პრემიერს  აქვს უფლება დანიშნოს ისეთი ადამიანი ვისთანაც იმუშავებს კომფორტულად.“ 




შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბიზნესომბუდსმენის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიხეილ დაუშვილი წარადგინა. ახალი ბიზნესომბუდსმენის მიმართ ბიზნესის წარმომადგენლებს დადებითი მოლოდინი აქვთ. ისინი იმედოვნებენ, რომ მიხეილ დაუშვილი გააგრძელებს იმ საქმეებს რაც მის წინამორბედს, ირაკლი ლექვინაძეს ჰქონდა.


ამ წუთებში ბიზნესასოციაციასა და ახლად დანიშნულ ბიზნესომბუდსმენს, მიხეილ დაუშვილს შორის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ესწრება.


ნათია ლომიძე





ქუთაისის „ტორპედო“ იტალიელებმა იყიდეს

ქუთაისის „ტორპედო“ იტალიელებმა იყიდეს
access_time2020-01-28 13:30:26
ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მფლობელი ჰყავს. ამის შესახებ ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივართა კლუბმა ჩვენ ვართ ტორპედომ ფეისბუქის გვერდზე დაწერა.მაშ ასე, გვინდა გამცნოთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომ საგა, რომელიც ტორპედოს თავზე თითქმის ერთი წელია ტრიალებს, დასრულდა. ტორპედოს გულშემატკივრებისათვის ბოლო იმედი ფაბიო მანინის სახით გამართლდა! როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, საფეხბურთო კლუბი ტორპედო იტალიელ ინვესტორს, ფაბიო მანინს გადაეცა. ჩვენი წყარო...

გაიზარდა თუ არა საქართველოში კორუფციის რისკები?!

გაიზარდა თუ არა საქართველოში კორუფციის რისკები?!
access_time2020-01-28 12:30:07
წინა ხელისუფლებაც მისი მმართველობის ბოლო პერიოდში ასე იქცეოდა და შემოდგომის ბუზივით იკბინებოდა, მაგრამ რა ემართება ზამთარში ბუზს, ყველამ კარგად...

„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი ინფრასტრუქტურა

„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი ინფრასტრუქტურა
access_time2020-01-28 10:45:30
ბორჯომი-ხაშურის მაგისტრალზე მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც ბანძელაძეების ოჯახის 4 წევრის გარდაცვალება მოჰყვა, კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სისტემის კოორდინირებული და გამართული მუშაობა მაშინ, როდესაც საქმე გადაუდებელ დახმარებას და ადამიანების სიცოცხლეს ეხება.   26 იანვარს ბაქარ ბანძელაძემ, რომელიც მეუღლესთან და 3 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მგზავრობდა, ავტომობილის მართვისას საჭე ვერ დაიმორჩილა, გზაზე მოცურდა და...

3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა
access_time2020-01-27 18:45:28
2019 წელს უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ Microsoft ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც კომპანიაში დასაქმებულებისთვის 4-დღიანი სამუშაო კვირა დააწესდა. კვლევის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ Microsoft-ის ახალი ინიციატივის შედეგად, დასაქმებულების პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა. Microsoft-ის შემდეგ ანალოგიური სამუშაო გრაფიკი სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც დააწესეს და მათ...

„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს

„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს
access_time2020-01-28 10:00:03
საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის აღრიცხვა იწყება. სტატისტიკის ეროვნული სამსახური განათლებისა და უძრავი ქონების ფარული დარგების გამოკვლევას გეგმავს. უწყება  რეპეტიტორებისა და ბინის გამქირავებლების რაოდენობასა და მათ შემოსავლებს დაითვლის. მათი გათვლით, ეკონომიკის დაახლოებით 13% ჩრდილშია, ხოლო ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობა ამ ორ სექტორში განსაკუთრებით მაღალია. დიდი ალბათობით, მას შემდეგ, რაც სრული სურათი გამოკვეთება, რეპეტიტორებსაც და ბინის...


მსგავსი სიახლეები

up