კახა ოქრიაშვილის განცხადებას ბანკების არაპროფილურ ბიზნესზე ქართველი ბიზნესმენები ეხმაურებიან

კახა ოქრიაშვილის განცხადებას ბანკების არაპროფილურ ბიზნესზე ქართველი ბიზნესმენები ეხმაურებიან

access_time2016-12-06 10:10:53


ბანკების მიერ არაპროფილური ბიზნესის ფლობის საკითხი ისევ აქტუალურია. პრობლემაზე წლებია საუბრობენ ეკონომისტები და ფინანსისტები, ახლა კი ამაზე განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდანაც გაკეთდა. დეპუტატ კახა ოქრიაშვილის პოზიციით, აღნიშნული კანონის შეუსრულებლობის გამო, მთავრობა ბიზნესის ნდობას კარგავს.

 


ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის გადაწყვეტილება 2014 წლის აგვისტოში მიიღო.მაშინ ბანკებს არაპროფილურ აქტივებზე უარის სათქმელად ვადა 2015 წლის 31 დეკემბრამდე მიეცათ.

 


ყველაზე სოლიდური რაოდენობის არაპროფილური აქტივით „საქართველოს ბანკი" გამოირჩეოდა. ბანკის აქტივებს შორის იყო: სს „გეოჰიდრო", სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი", სს „თელიანი ველი", მ2 თამარაშვილზე, ყაზბეგზე და ნუცუბიძეზე, საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი, რამდენიმე ათეული კლინიკა საქართველოს მასშტაბით და კიდევ რამდენიმე ათეული სხვა კომპანია.

 


„კომერსანტთან " დეველოპერული კომპანიების პირველი პირებიც არაერთხელ აცხადებდნენ, რომ ბანკების მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიები კვლავ ამ ბანკებთან კავშირში განაგრძობენ საქმიანობას, რაც კლიენტებისთვის გაკეთებულ შეთავაზებებშიც ჩანს.

 


ბიზნესის სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი აცხადებდა, რომ ბანკების არაპროფილურ აქტივებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საკანონმდებლო დონეზე მიღებული არ არის და იყო მხოლოდ ეროვნული ბანკის განცხადება.

 


დღეს „კომერსანტთან" საუბრისას ბიზნესმენთა ნაწილი აცხადებს, რომ კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური ბიზნესში შესვლა ისევ ხდება და მიუხედავად, ეროვნული ბანკის განცხადებისა, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.

 



არაპროფილური ბიზნესის საკითხი ბიზნესმენმა კახა ოქრიაშვილმა კიდევ ერთხელ გააქტიურა პარლამენტის ტრიბუნიდან გაახმოვანა. დეპუტატის თქმით, არსებობს კანონი, რომელიც ბანკების არაპროფილურ საქმიანობას კრძალავს, მაგრამ ამის მიუხედავად, ბანკები სხვადასხვა სქემით არაპროფილურ ბიზნესებს ფლობენ და ამით კონკურენციას კლავენ. როგორც კახა ოქრიაშვილი აცხადებს, აღნიშნული კანონის შეუსრულებლობის გამო, მთავრობა ბიზნესის ნდობას კარგავს.

 


"2016 წლისათვის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი 2.5%-ს შეადგენს. 2017 წლისათვის დაგეგმილია 4%-იანი ზრდა. საკმარისია ზრდის ასეთი ტემპები ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის? რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის! ჩვენ 7-8%-იანი ეკონომიკური ზრდა გვჭირდება. არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს. ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური ფაქტორი არის ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მტაცებლური პოლიტიკის გატარება საქართველოს ეკონომიკის რეალურ სექტორში. საჭიროა კონკურენტული და თავისუფალი ბიზნესგარემოს უზრუნველყოფა. როდესაც ბანკები აფუძნებენ კერძო კომპანიებს და არიან სხვადასხვა კომპანიების ფაქტიური მფლობელები, ეს იწვევს კონკურენციის დახშობას დარგში, იწვევს ბიზნესის უნდობლობას საბანკო სექტორისა და მთავრობის მიმართ", - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

 


მისი ინფორმაციით, წლების განმავლობაში ეკონომიკაში და ბიზნესში მრავალი მტაცებელი არსებობდა. მათ შორის, ყველაზე დიდი მტაცებლები სახელმწიფო სტუქტურები იყვნენ. როგორც ოქრიაშვილი აცხადებს, 2012 წლიდან ესენი აღარ არსებობენ. „პატიოსან ბიზნესმენს აღარ ეშინია იმის, რომ მოვა საგადასახადო და დაააჯარიმებს. თუმცა, დღეს ბაზარზე ბანკების სახით მტაცებლები მაინც დარჩნენ. ეს მნიშვნელოვანწილად აფერხებს ბიზნეს განვითარებას და შემდეგ უკვე ეკონომიკის განვითარებასაც"-აცხადებს ოქრიაშვილი.

 

 

პრობლემის სიმწვავეს აღიარებს „თეგეტა მოტორსის" გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი მშვილდაძეც, თუმცა, აცხადებს, რომ ამით ბიზნესი მთავრობის მიმართ ნდობას არ კარგავს. მშვილდაძის ინფორმაციით, ბანკებს რეალურად მიუწვდებათ ხელი კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებთან. კერძოდ, საფინანსო ინსტიტუტებმა დეტალურად იციან რომელი ბიზნესია მომგებიანი და რომელი არა. შედეგად, მათ შეუძლიათ ნებისმიერი ბიზნესი „ჩაყლაპონ".

 


როგორც მშვილდაძე აცხადებს, ის ეთანხმება „პე ეს პეს" დამფუძნებელს და თვლის, რომ არაპროფილური აქტივების ფლობა კანონმდებლობით უნდა იყოს შეზღუდული, რადგან ეს ძალიან სახიფათოა.

 


დეველოპერული კომპანია „არსის" გენერალური დირექტორი თორნიკე აბულაძე აცხადებს, რომ არაპროფილური აქტივების ფლობის თემა წლებია საკმაოდ მწვავედ დგას.

 


„ეროვნულმა ბანკმა 2014 ოქტომბერში დაანონსა, რომ ამას გააკონტროლებდა,ამის შემდეგ ბანკებს 1 წლიანი ვადა მისცა. უკვე 2015 წლის ბოლოსთვის ბანკებმა ფორმალურად, იურიდიულად გამიჯნეს აქტივები, რეალურად კი ისინი მაინც ერთი ქოლგის ქვშ არიან. ეს კი პრობელმას ქმნის"-აცხადებს აბულაძე.

 


მისივე ინფორმაციით, ეს ფაქტი ნებისმიერ ბიზნესს ბანკებისადმი ნდობას უკარგავს, რაც შეეხება მთავრობის მიმართ ნდობის დაკარგვას, აბულაძე ამბობს,რომ ეს ამასთან კავშირში ნაკლებადაა. მისი მტკიცებით, ბიზნესმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მთავრობას დაუმტკიცოს არაპროფილური აქტივების გამიჯვნის აუცილებლობა.

 

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი



თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up