კახა ოქრიაშვილი თანაგუნდელს დაუპირისპირდა: „სოფო კილაძემ რა იცის ჯანდაცვის?..“

კახა ოქრიაშვილი თანაგუნდელს დაუპირისპირდა: „სოფო კილაძემ რა იცის ჯანდაცვის?..“

access_time2019-09-09 10:25:09

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სოფო კილაძე ახალი ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, აფთიაქებში მედიკამენტების ფასები ძალიან მაღალია, საჭიროა ფასებზე რეგულაცია და ამ რეგულირებაში სახელმწიფოს ჩართულობა.

 

„სიმართლე გითხრათ, არცერთ ქვეყანაში არ მინახავს, რომ ექიმი პაციენტს ამდენ წამალს უწერდეს. მედიკამენტების ფასები არის ძალიან მაღალი, რაც აისახება თითოეული მოქალაქის ჯიბეზე. მე მგონია, რომ ფასების რეგულირებისთვის აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა. ჩვენ რას ვგეგმავთ იმისთვის, რომ წამლის ფასები შემცირდეს? - ამბობს კილაძე.

 

დეპუტატი, ბიზნესმენი, კომპანია „პეესპე ჯგუფის დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ჯანდაცვის ინიციატივით უნდა გამოვიდეს ის, ვინც საკითხთან მიმართებაში კომპეტენტურია.

 

„სოფო კილაძემ რა იცის ჯანდაცვის?.. ინიციატივით უნდა გამოვიდეს ის, ვისაც ეს საკითხი ესმის. მესმის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ან ჯანდაცვის კომიტეტი გამოვიდეს, მაშინ მეცოდნებოდა რა ინიციატივით გამოდიან.

 

„სოფოს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ იურისტი რომ გამოდის, მან მიხედოს თავის საქმეს, რაშიც კომპეტენტურია. მაგ ამბავში კომპეტენტური არ მგონია იყოს.

 

„რა თქმა უნდა, მედიკამენტები ჩვენი მოსახლეობისთვის ძვირია. იმიტომაა ძვირი, რომ ჩვენს მოსახლეობას შემოსავალი არ აქვს და ღარიბი ქვეყანა ვართ. ევროპაში მედიკამენტები სამჯერ ძვირი ღირს, მაგრამ მათთვის ხელმისაწვდომია, - აცხადებს ოქრიაშვილი.

 

წყარო: რეზონანსი





„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა

„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა
access_time2020-02-22 10:55:18
კომპანია „სოკარმა“ CSR სტრატეგიის - „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ დამსწრეებს გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო. ღონისძიება პანელური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. კომპანიის CSR სტრატეგიის თითოეულ მიმართულებაზე სხვადასხვა პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაციის და საინიციატივო...

„გრანთ თორთონი“ - გლობალური ქსელის მოგებამ 2019 წელს 5,720 მილიარდი შეადგინა

„გრანთ თორთონი“ - გლობალური ქსელის მოგებამ 2019 წელს 5,720 მილიარდი შეადგინა
access_time2020-02-22 09:30:25
რადიო „კომერსანტის“ და აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონის“ ერთობლივ გადაცემაში ჩემი აუდიტორი  „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ კომპანიის გლობალური და ლოკალური ფინანსური წელი შეაჯამა. საერთაშორისო ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ჯამური ბრუნვა 5,720 მილიარდ დოლარს შეადგენს,რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია კომპანიის ზრდის ისტორიაში.40%-იანი ზრდაა დაფიქსირებული ადგილობრივ ბაზარზეც. ვახტანგ...

როგორ მოეწყობა ჭავჭავაძის გამზირის და გობრონიძე-ხიზანიშვილის სატრანსპორტო ნაწილი (რენდერები)

როგორ მოეწყობა ჭავჭავაძის გამზირის და  გობრონიძე-ხიზანიშვილის სატრანსპორტო ნაწილი (რენდერები)
access_time2020-02-22 11:00:35
თბილისის ფორუმზე გამოქვეყნდა რამდენიმე რენდერი, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე და გლდანში განახლებული ქუჩების გარკვეული მონაკვეთების სავარაუდო მოწყობას გვიჩვენებს. ყველა გამოქვეყნებულ რენდერზე ჩანს ახალი “ბასლეინები”. თუმცა, განსაკუთრებით საინტერესოა ჭავჭავაძის გამზირის ახალი სქემა, რადგან აქ, სპეციალური საავტობუსო ხაზისა და გაჩერებების მოწყობა გზის ცენტრალურ ნაწილშია დაგეგმილი. მოცემული რენდერები არაოფიციალური ხასიათისაა და შესაძლოა არ ემთხვეოდეს...

ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა

ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა
access_time2020-02-22 10:00:29
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ და მისმა წევრმა 37 კლინიკამ  საქართველოს მთავრობისთვის ახალი წერილი მოამზადა. ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა. მედიკოსები წერილში წერენ, რომ ჯანდაცვის სამინისტოს მიდგომა მედიცინის რამდენიმე წამყვან დარგს გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს. თეთრ ხალათიანები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-21 21:30:32
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როგორ ემზადება ხელისუფლება ხანძარსაშიში სეზონისთვის - ზაფხულამდე 3 თვე რჩება „კომერსანტი“ დაინტერესდა არის თუ არა მზად და რა ღონისძიებებს ახორციელებს...


მსგავსი სიახლეები

up