კახა ოქრიაშვილი: „მე ვთვლი, რომ დღეს  „საქართველოს კაპიტალი“ კანონს არღვევს“

კახა ოქრიაშვილი: „მე ვთვლი, რომ დღეს „საქართველოს კაპიტალი“ კანონს არღვევს“

access_time2020-05-13 18:00:45

 „პრობლემა ისაა, რომ რეალურად  არ გატარდა ეროვნული ბანკის რეგულაციები  და ეს პრაქტიკულად, მარეგულირებელმაც  აღიარა. ჩანაწერები კანონში უნდა გამკაცრდეს. მე ვთვლი რომ დღეს  „საქართველოს კაპიტალი“, მასთან დაკავშირებული კომპანიები და ზოგადად, ეს ჰოლდინგი  კანონს არღვევს.“ -ამის შესახებ „კომერსანტთან“  ბიზნესმენი კახაბერ ოქრიაშვილი ეროვნული ბანკის გუშინდელი  განცხადების კომენტირებისას  აღნიშნავს. როგორც ცნობილია, მარეგულირებელმა საქართველოს კაპიტალის ჯგუფი საბანკო სისტემიდან დასაშვებზე მეტი დაფინანსების მიღების მცდელობაში დაადანაშაულა.


კახა ოქრიაშვილი განმარტავს, რომ ჰოლდინგის ქმედებები ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლის შეფერხების, ამ პროცესებში კი ეროვნული ბანკი  თავდაცვის რეჟიმში გადავიდა, რაც სწორედ მსგავსი განცხადებების საფუძველი გახდა.


„ვინც ეკონომიკის სექტორში ვმუშაობთ ყველა ვთანხმდებით, რომ ჰოლდინგში არაპროფილური აქტივები  გამიჯნულები არ არიან და ეს ერთი დიდი კორპორაციაა. ისინი ზღუდავენ კონკურენტულ გარემოს საქართველოში და ამ შეზღუდვის შედეგია ის, რომ ბოლო წლებში 4-5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა და არა 8-10 პროცენტიანი.ეს კომპანიები აწვებიან ეროვნულ ბანკს და ეს უკანასკნელი თავდაცვის რეჟიმში გადაიყვანეს. ეროვნული ბანკი თავისივე ადრინდელი განცხადებების ტყვე აღმოჩნდა, სადაც აღნიშნა, რომ ეს კომპანები გამიჯნულები არიან. არანაირი გამიჯვნა არ მომხდარა და ეს დანაშაულია“- განმარტავს ოქრიაშვილი.



ბიზნესმენი  ფინანსური და ეკონომიკის რეალური სექტორის გამიჯვნის შესახებ კანონის გამკაცრების მომხრეა და მიიჩნევს, რომ ამით ბევრი კომპანია გადარჩება.


„არ ვიცი ეროვნული ბანკი მსგავსი განცხადებების გაკეთებას ან შესაბამის ღონისძიებებს თუ მიიღებს, მაგრამ მე მომხრე ვარ, რომ გადაიხედოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონის ის ნაწილი, რომელიც ფინანსურ და ეკონომიკის რეალურ სექტორს შორის გამიჯვნას ეხება. ხაზგასმით უნდა განისაზღვროს  ეს მომენტი.“- აცხადებს კახა ოქრიაშვილი.


საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) ეროვნული ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებას უპასუხა. GHG აღნიშნავს, რომ სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმის თაობაზე, თითქოს კომპანია ცდილობს, რომ კრიზისული ვითარებით ისარგებლოს და რეგულაციების მოთხოვნების დარღვევით მიიღოს დაფინანსება საქართველოს ბანკისგან ცალსახად არ შეესაბამება სინამდვილეს. GHG აცხადებს, რომ სებ-ის მიერ გაკეთებული ამგვარი ინტერპრეტაცია ყოვლად მიუღებელია.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up