კახა ოქრიაშვილი სააფთიაქო ქსელებისთვის კლინიკების ფლობის შესაძლო აკრძალვას ეწინააღმდეგება

კახა ოქრიაშვილი სააფთიაქო ქსელებისთვის კლინიკების ფლობის შესაძლო აკრძალვას ეწინააღმდეგება

person access_time2017-05-25 19:00:58

სააფთიაქო ქსელებს, შესაძლოა, კლინიკების ფლობა აეკრძალოთ. შესაბამისი ინიციატივა საკონსულტაციო კომპანია "გლობალ ალიანს კონსალტინგს" აქვს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფში შედის. ჯგუფი საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც რამდენიმე მიმართულებას დაარეგულირებს, მათ შორის წამლის ხარისხს.

 

როგორც სამუშაო ჯგუფის წევრმა თინა ტურძილაძემ "საქმის კურსს" განუცხადა, ინიციატივა სააფთიაქო ქსელებისთვის კლინიკების ფლობის აკრძალვასთან დაკავშირებით "გლობალ ალიანს კონსალტინგს" ეკუთვნის. ტურძილაძე განმარტავს, რომ ჯერჯერობით ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია თავად ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს.

 


"საქმის კურსი" შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით პარლამენტარს და პე-ეს-პეს დამფუძნებელს კახა ოქრიაშვილს დაუკავშირდა. დეპუტატი შესაძლო რეგულაციებს ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ თავის დროზე საავადმყოფოების აშენება ბიზნესს სწორედ ხელისუფლებამ სთხოვა.

 

"წინააღმდეგი ვარ ასეთი რეგულაციის. ჩვენ მთავრობის დადგენილებით და დავალებით ავაშენეთ საავადმყოფო, რომელშიც ჩაიდო 50 მილიონი დოლარი. თუ ახლა მთავრობა აგვიკრძალავს, პრობლემას ვერ დავინახავთ, დავუბრუნებთ მთავრობას და დაგვიბრუნონ ჩვენი 50 მილიონი დოლარი", - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.




კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up