კახა ოქრიაშვილი რესტორატორებს მხარდაჭერას უცხადებს. ყოფილი დეპუტატის განცხადებას „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„6 თებერვალს, შაბათს სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლები დამოურჩილებლობის აქციას გეგმავენ. მივმართავ ხელისუფლებას, ნუ აიძულებენ რესტორნებს დაუმორჩილობლობის გამოცხადებას და 6 თებერვლიდან, ეპიდემიოლოგიური წესების მკაცრი დაცვით, ფუნქციონირების ნება დართონ.
მხარს ვუჭერ ჩვენს რესტორატორებს და სარესტორნე ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს და ვაპირებ, შაბათ დღეს რომელიმე რესტორანს ვესტუმრო. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, ამ ფორმით მხარი დაუჭირონ რესტორნებში დასაქმებულ ადამიანებს“, განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
®