კახა ოქრიაშვილი: „ქართული ოცნება ცუდად დაამთავრებს, რადგან ის საკუთარი ხალხის მოთმინებას ზომავს“!

კახა ოქრიაშვილი: „ქართული ოცნება ცუდად დაამთავრებს, რადგან ის საკუთარი ხალხის მოთმინებას ზომავს“!

access_time2021-03-26 17:30:53

„ქართულ ოცნებას“ პანიკურად ეშინია ახალი საპარლამენტო არჩევნების. ხელისუფლება დღეს ზომავს ჩვენი ხალხის მოთმინებას და ეს ცუდი იდეაა. არ ვიცი, ამას სიგრძით ზომავენ თუ სიგანით, მაგრამ ძალიან ცუდად ამთავრებს ყველა ის ხელისუფლება და ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“, ვინც საკუთარი ხალხის მოთმინებას ზომავს“,  ამის შესახებ პარტიის „პროგრესი და თავისუფლება ლიდერი“ კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.


პარტიის „პროგრესი და თავისუფლება ლიდერი“ მოლაპარაკებების მეორე რაუნდის წინ ხალხს გარეთ გამოსვლისკენ  და თავისი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.


„ქართულ ოცნებას“ დათმობისკენ წამოიყვანს ხალხი და ხალხის რეაქცია. თუ ხალხს მოსწონს სიდუხჭირეში, უსამართლობასა და უპერსპექტივობაში ცხოვრება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ხალხი უნდა გამოვიდეს გარეთ და დააფიქსიროს თავისი პოზიცია - რომ საჭიროა ახალი არჩევნები, ყოველგვარი არეულობის, რევოლუციების გარეშე, წყნარად და მშვიდად უნდა გადმოვიბაროთ ხელისუფლება, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ გავაორმაგოთ ეკონომიკა, 5-7 წლის განმავლობაში ორჯერ გავზარდოთ მინიმალური და საშუალო ხელფასი და შევქმნათ 10 0000-ობით ღირსეული სამუშაო ადგილი. „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ ხალხი ქუჩაში ოპოზიციას კი არა, ხელისუფლებას და მის უნიათობას გამოჰყავს. გაზომონ ჩვენი ხალხის მოთმინება და მალე დაინახავენ, რაც მოუვათ, ქართველი ხალხის მხრიდან!“,  ამბობს კახა ოქრიაშვილი.



კახა ოქრიაშვილი მეორე რაუნდზე წინ ნიკა მელიაზე საუბრობს და საქართველოს შესახებ სენატში გამართულ მოსმენას აჯამებს. მისი თქმით, მელიას რომც უნდოდეს გირაოს გადახდა, დღეს ეს არ შეუძლია.


„ერთადერთი შენიშვნა გამოითქვა ოპოზიციის მხარეს სენატის მოსმენაზე - მათ თქვეს, რომ ნიკა მელიას არ უნდა მოეხსნა და გადაეგდო სამაჯური. თუმცა „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მელიას შეუძლია გადაიხადოს გირაო და ციხიდან გამოვიდეს. დღეს ქართული ოცნება ამ ტყუილს ავრცელებს! მელიას რომც უნდოდეს გირაოს გადახდა, დღეს ეს არ შეუძლია. პროცედურა შემდეგნაირია - პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართოს შესაბამისი შუამდგომლობით, სასამართლომ იგი უნდა გაიზიაროს და მელიას მისცეს ვადა თანხის გადასახდელად, იქნება ეს 1 დღე, თუ 1 თვე, რაც ასევე არ არის გაკეთებული. აქედან გამომდინარე, „ოცნება“ ცრუობს, თითქოს ყველაფერი მელიას ხელშია, რადგან ხელისუფლების ხელშია პროკურატურა და სასამართლოც! მხოლოდ ამის მერე ექნება მელიას არჩევანის საშუალება, გამოვა თუ არა ციხიდან“,  აცხადებს ოქრიაშვილი.


®




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up