კახა ოქრიაშვილი: კომპანიები მედიკამენტებს თვითღირებულებაზე იაფად ყიდიან, რამაც შესაძლოა მათი გაკოტრება გამოიწვიოს

კახა ოქრიაშვილი: კომპანიები მედიკამენტებს თვითღირებულებაზე იაფად ყიდიან, რამაც შესაძლოა მათი გაკოტრება გამოიწვიოს

person access_time2016-03-15 13:28:29

კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარზე პრობლემებს ვერ ხედავს


კონკურენციის სააგენტომ თავისი განცხადებით პრაქტიკულად თქვა, რომ ფარმაცევტული ბაზრის ოთხი მსხვილი მონაწილე კომპანია კონკურენციის შემზღუდველი ექსკლუზიური უფლებებით არ ზღუდავს მედიკამენტების იმპორტს და მათ დისტრიბუციას ქვეყნის შიდა ბაზარზე. მათ შორის გადაყიდვების ფასების დადგენის გზითაც. ეს იყო მთავარი დარღვევები, რაზეც განმცხადებელი – კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრი მიუთითებდა. განცხადებაში, რომელიც კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრმა კონკურენციის სააგენტოს წარუდგინა, წერია, რომ ფარმაცევტული ბაზრის ოთხი მსხვილი მონაწილე კომპანია კონკურენციის შემზღუდველი ექსკლუზიური ხელშეკრულებებით ზღუდავს მედიკამენტების იმპორტს, მათ დისტრიბუციას ქვეყნის შიდა ბაზარზე, მათ შორის გადაყიდვების ფასების დადგენის გზით. ორგანიზაცია დაეყრდნო როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ისე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ კვლევებს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ ცნობებს, რაც, როგორც აღმოჩნდა კონკურენციის სააგენტოსთვის საფუძვლიანი არგუმენტი არ იყო. სააგენტომ განმცხადებელს მათი მოთხოვნის საფუძველზე ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევის დაწყებაზე უარი უთხრა. როგორც კონკურენციის სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში წერია, მათ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში სამართალ დარღვევის გონივრული ეჭვი ვერ დაინახეს. 


„წარმოების ფარგლებში, სააგენტომ რამდენჯერმე მიმართა ცენტრს დამატებითი ინფორმაციისა და მათ ხელთ არსებული მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით, თუმცა წარმოდგენილ დამატებით ინფორმაციასა და მტკიცებულებებში საუბარი გრძელდებოდა, კვლავ, მხოლოდ ეჭვის არსებობის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს არ წარმოუდგენიათ კონკურენციის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის თაობაზე რაიმე მტკიცებულება. აღნიშნული კვლევა „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონის 2012 წლის რედაქციის ამოქმედებამდე პერიოდს ეხება. შესაბამისად, კანონის უკუძალის აკრძალვის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სააგენტო მოკლებულია მასზე რეაგირების შესაძლებლობას. განმცხადებელმა სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენა ვერ უზრუნველყო და არ იქნა აღმოჩენილი ისეთი გარემოებები, რომლებიც გააჩენდნენ გონივრულ ეჭვს კანონის ამოქმედების შემდგომ შესაძლო სამართალდარღვევაზე. სააგენტო უფლებამოსილია დაიწყოს საქმის მოკვლევა განცხადების ან საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით. საქმის მოკვლევის დაწყების საფუძველია გონივრული ეჭვი კანონის შესაბამისი მუხლის დარღვევის შესახებ,“ – ნათქვამია განცხადებაში.


 

სააგენტოს პოზიციას აფასებს „პსპ“–ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი. მისი თქმით, კონკურენციის ბაზარზე არ არსებობს არანაირი შეთანხმებები, მონოპოლია და ბაზარი არ არის შეზღუდული, რის გამოც თავისუფლად შემოდიან ახალი მონაწილეები ღია ბაზრის პირობებში. დახურული ბაზრის და შეზღუდული კონკურენციის პირობებში ოქრიაშვილი გამორიცხავს კომპანიების ისეთ ზრდას, როგორიც ბოლო პერიოდში ხდება. „კონკურენცია გადასულია ზე-კონკურენციაში, რაც კარგი არ არის. ზე-კონკურენცია არის როდესაც კომპანიები თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდიან მედიკამენტებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს კომპანიების მასშტაბების შემცირება ან გაკოტრება და ბაზრიდან გასვლა.“-განაცხადა ოქრიაშვილმა

 

 

 




რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up