კახა ოქრიაშვილი დავით სერგეენკოს მოუწოდებს, ბიზნესში ნაკლებად ჩაერიოს

კახა ოქრიაშვილი დავით სერგეენკოს მოუწოდებს, ბიზნესში ნაკლებად ჩაერიოს

person access_time2017-06-06 18:00:15

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი მთავრობის წევრებს, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მოუწოდებს, ბიზნესში ნაკლებად ჩაერიონ.

 

ოქრიაშვილი დავით სერგეენკოს დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლოა, კლინიკების და სადაზღვევო კომპანიების მართვის უფლება აღარ ჰქონდეთ.

 

"მსგავს ევროდირექტივას არ ვიცნობ და ასეთი არ არსებობს. იმას ვემხრობი, რომ სახელმწიფომ, მათ შორის სერგეენკოც და ყველა მინისტრი ბიზნესში ნაკლებად ჩაერიონ, რადგან ყელში ამოიყვანეს. ბიზნესის კეთება არავის აღარ სჭირდება და არც მე, არც ჩემს კომპანიას. ბიზნესში მუდმივი რაღაც აკრძალვა განწყობას აფუჭებს. წავიდნენ, ბიზნესი აკეთონ, ამის თავი არ აქვთ", - აღნიშნავს დეპუტატი.

 

ოქრიაშვილი აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობის დაწყებას მის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს, სადაც მან ბანკებისთვის არაპროფილური ეკონომიკური საქმიამობის აკრძალვა მოითხოვა.


 

"ერთმანეთს საეჭვოდ ისეთი გარემოებები ემთხვევა, როცა გამოვდივარ, ბანკებს ვაკრიტიკებ და უცებ, გამოდიან და ამბობენ, რომ ფარმაცევტული ბაზარი უნდა დავშალოთ, დავყოთ და დავაქუცმაცოთ. ეს რაღაც-რაღაცრები ერთმანეთს ძალიან ხშირად ემთხვევა და არ მინდა, ვიფიქრო, რომ მე რომ საბანკო სექტორს ვაკრიტიკებ, ამით არის გამოწვეული ის, რომ ჩემს ბიზნესს არტყამენ. უკვე ათჯერ მაინც მოხდა, როცა ბანკები გავაკრიტიკე და ეს დაემთხვა. ამიკრძალონ! ჩემი ქვეყნისთვის რაც კარგია, ჩემთვის უფრო წინ დგას და ამ სიტუაციაში ჩემი ბიზნესი  არ მაინტერესებს", - განაცხადა ოქრიაშვილმა.

 

ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლოა, კლინიკისა და სადაზღვევო კომპანიის მართვის უფლება აღარ ჰქონდეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, წამლის შესახებ კანონის ცვლილება ევროკავშირთან არსებული ერთ-ერთი ვალდებულებაა.

 

„ეს ცვლილებები მოიცავს რამდენიმე ათეულ კომპონენტს, მათ შორის ის, რომ შეიძლება აღარ იყოს ვერტიკალური ინტეგრაცია, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიას კლინიკისა და სადაზღვევო კომპანიის მართვის უფლება აღარ უნდა ჰქონდეს. თუმცა, ეს არის სამუშაო დოკუმენტი, რომელიც გაივლის პირველ ექსპერტიზას დარგის წარმომადგენლებთან და უკვე შემდეგ იქნება პარლამენტში მსჯელობა",- განაცხადა სერგეენკომ.

 

 



საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
access_time2019-12-08 18:43:35
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა დაიწყო. სასტუმრო შერატონში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მეორე შეხვედრას უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით...

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ
access_time2019-12-08 14:59:06
ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისთვის შხაპის რეგულარულად მიღება შესაძლებლობების ზღვარს სცილდება. ჰამბურგში მოძრავი ავტობუსი ამ სიტუაციის შეცვლას აპირებს. დღეიდან ჰამბურგში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანებს შეეძლებათ ქალაქში მოძრავ მოდიფიცირებულ ავტობუსში შხაპი მიიღონ, გამოიცვალონ და ტანსაცმელი გარეცხონ. "ამ ავტობუსში ყოფნა ძალიან...

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს
access_time2019-12-08 20:00:01
  2018 წელს ბრიტანულმა, ფრანგულმა, და შვეიცარიულმა სპეცსამსახურებმა ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობით, დაიწყეს უპრეცედენტო ოპერაცია,რომლის დროსაც გამოვლინდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის 15 ოფიცერი - ისინი არიან ერთი ქვედანაყოფის წევრები, რომელთა სპეციალიზაცია იყო მკვლელობები და რომლებიც გადაადგილდებოდნენ ევროპაში 2014-2018 წლებში.   სპეცსამსახურების მობილიზება დაიწყო ინგლისის ქალაქ სოლსბერიში დაზვერვის ორი ოფიცრის მიერ საბჭოთა პერიოდში დამუშავებული...

„90-იან წლების შემდეგ ასეთი რთული სიტუაცია ქვეყანაში არ ყოფილა“ - ხალხის ხმა „კომერსანტზე“

„90-იან წლების შემდეგ ასეთი რთული სიტუაცია ქვეყანაში არ ყოფილა“ - ხალხის ხმა „კომერსანტზე“
access_time2019-12-09 10:00:09
საქართველოში ფასების საერთო დონე რეკორდულად იზრდება, ბოლო ერთ წელში სურსათი 13.4 პროცენტით გაძვირდა. „კომერსანტი“ ამჯერად ხალხის აზრით დაინტერესდა, თუ როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მომატებული ფასების პირისპირ დარჩენილი მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა, ადამიანებს თვიდან თვემდე თავის გატანა ყოველ დღიურად ურთულდებათ. ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი თითქმის ყველა მოქალაქეს დაეტყო, რთული ვითარება განსაკუთრებით...

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია
access_time2019-12-08 16:00:51
1800 წლის 22 დეკემბერს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტს მოაწერა ხელი. რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში, სხვა მრავალ ანტიკვარულ ნივთთან ერთად, ბინა დაიდო რუსეთის საიმპერატორო ქარხნებში - მოსკოვსა თუ პეტერბურგში დამზადებულმა ავეჯმა, მათ შორის იმპერატორ პავლე პირველის ეპოქიდან შემორჩენილმა მაგიდებმა თუ კომოდებმა, ნივთებმა, რომლებიც 220 წლის წინ განთავსებული იყო იმ სასახლეებსა და დარბაზებში, სადაც...


მსგავსი სიახლეები

up