კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილის წერილზე: „ქვეყნის წინსვლას ძლიერი და ადეკვატური კადრები სჭირდება“

კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილის წერილზე: „ქვეყნის წინსვლას ძლიერი და ადეკვატური კადრები სჭირდება“

access_time2016-06-01 12:24:51

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილზე კომენტარს აკეთებს პარლამენტის ფრაქცია „უპარტიო, მაჟორიტარი დეპუტატების“ თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილი. მისი განცხადებით, ის იზიარებს და ეთანხმება წერილში მოცემულ ძირითად გზავნილებს.


„ყურადღებით გავეცანი ამ წერილს, რომელიც თავისთავად უკვე მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ვთვლი, რომ 2021 და 2030 წლებისთვის მოყვანილი ეკონომიკის საპროგნოზო მაჩვენებლების მიღწევა სრულიად რეალური და შესაძლებელია.


კითხვა სხვაგვარად დგას: ვინ, ვისთან ერთად და როგორ უნდა გააკეთოს ეს  ყველაფერი? რადგან ქვეყნის წინსვლას ძლიერი და ადეკვატური კადრები სჭირდება სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე. გადასახალისებელია პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა შტო მუნიციპალიტეტების ჩათვლით.



საქართველოს სამწუხარო რეალობაა, რომ სახელმწიფო სამსახურებში და ბიზნესშიც არის კვალიფიციური და მაღალი ქმედუნარიანობის მქონე კადრების სიმწირე. ეს პრობლემა ჰქონდა წინა ხელისუფლებას, აქვს ამჟამინდელსაც და ეს ფაქტორი გამოწვევად რჩება მომავალი მთავრობისთვისაც.


დღეს მთავარი ბრძოლის ხაზი ქვეყნისა და ერისათვის გადის ეკონომიკაზე, როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე გლობალური მასშტაბით. ამიტომ დიდი ყურადღებით ველოდები წერილის სექტემბერში დაანონსებულ გაგრძელებას, რომელშიც, იმედი მაქვს, ვიხილავ უკვე გაჟღერებული ხედვების დეტალიზაციას და განვრცობას, პირველ რიგში საკადრო და ეკონომიკური კუთხით,“– განაცხადა ოქრიაშვილმა.



ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა

ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა
access_time2021-02-28 17:50:59
...

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ
access_time2021-02-28 20:00:27
ამჯერად უკვე ოფიციალურად- კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთმანეთს შორდებიან.ჭორები ამ თემაზე დიდხანს ვრცელდებოდა, თუმცა, ამჯერად საქმემ ოფიციალური ხასიათი მიიღო - კიმ კარდაშიანმა 7-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაყრაზე განაცხადი უკვე შეიტანა.ინფორმაცია ამის თაობაზე პირველმა საიტმა TMZ-მა გაავრცელა, კარდაშიანის წარმომადგენელმა ის დაადასტურა. მეუღლეები მშვიდობიან შორდებიან, და მათ 4 შვილზე ერთობლივ მეურვეობაზე...

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან
access_time2021-02-28 19:00:32
კომპანია PayPal მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილია არა მხოლოდ როგორც ფულადი გზავნილების პირველი ონლაინ სერვისი, არამედ თავისი ე.წ. „მაფიით“ - ანუ, ყოფილი თანამშრომლებით, რომლებმაც მოგვიანებით მრავალი წარმატებული სტარტაპი ან დააარსეს, ან დააფინანსეს.ამ „ბანდის“ ყველაზე ცნობილმა ბოსმა - ილონ მასკმა - „მაფიოზების“ ახალი თაობა აღზარდა, რომელიც დღეს უკვე მას კონკურენციას უწევს.მასკის ყოფილმა თანამშრომლებმა ისეთი ცნობილი კომპანიები,...

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით
access_time2021-02-28 15:00:20
კიბერსპორტის სახეობის ელექტრონული თამაში Move მომხმარებელს მონეტაციის შესაძლებლობას აძლევს. Move-ის იდეის ავტორი და დამფუძნებელი ასლან ცივაძის თქმით, მისი მიზანი ისეთი თამაშის შექმნა იყო, რომელსაც მთელი მსოფლიო აიტაცებდა, ექნებოდა აზარტიც და ფინანსური მოგებაც.„2 წლის წინ აშშ-ში მქონდა შეხვედრა რამდენიმე ადამიანთან, რომლებთან ერთადაც ახალი პროექტის გაკეთებას განვიხილავდით. ესეც თამაშის აპლიკაციის იდეა იყო, თუმცა ცოტა სხვანაირი. მთავაზობდნენ,...


მსგავსი სიახლეები

up