კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების

კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების" ჩოხატაურის მერობის კანდიდატის დავით შარაშიძის წარდგენაზე

access_time2021-08-19 17:20:00

„საქართველოს თითოეული მუნიციპალიტეტი გამორჩეულია თავისი სილამაზით. ჩოხატაურში რომ ამოხვალ და გადახედავ მთა-ბარს, ნახავ როგორი განსხვავებულია თავისი ლანდშაფტით, გარემოთი. მას უდიდესი პოტენციალი აქვს და იგი უნდა გახდეს ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, რომელიც არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე ტურიზმისთვის იქნება ერთ-ერთი მთავარი ადგილი“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, „ქართული ოცნების“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატის დავით შარაშიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„კურორტები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ცნობილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც - ბახმარო, გომის მთა, ის სილამაზე, რომელზეც ბევრი წერს, ფოტოებს იღებენ ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ავრცელებენ, აუცილებელია კიდევ უფრო განვავითაროთ. ვიცი, რომ სტატუსი უკვე მიენიჭა ბახმაროს, გენგეგმაც შემუშავებულია.

პრობლემები და გამოწვევები, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, უნდა აღმოიფხვრას - განაშენიანების კუთხით, სტანდარტების დაცვის კუთხით, აუცილებელია ვიზრუნოთ გარემოზე, რაც ნიშნავს იმ ლანდშაფტის, ტყეების მოვლას, რაც ამ გარემოსთვის მიკროკლიმატს ქმნის და რა თქმა უნდა, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც დამატებით მოსდევს ტურიზმს. ეს ულამაზესი სასახლე, რომელიც გარემონტდა, სადაც პირველად ვარ და ძალიან მომეწონა. ვიცი, რომ ბევრი სხვა მნიშნელოვანი ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა რეაბილიტირდეს და მოიზიდოს პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი უცხოელი მეგობრები.

ეს მხარე, გამორჩეულია ბუნებრივი რესურსებით, სოფლის მეურნეობის კუთხით ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა.


აქ ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მოსახლეობას, რათა კიდევ უფრო აქტიურები იყვნენ ამ მიმართულებით.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გვეყოლება ძლიერი გუნდი, ძლიერი საკრებულო. მოლოდინი გვაქვს, რომ თითოეულ ჩოხატაურელს მიეცემა საშუალება, ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც ძალიან ამბიციური, ნიჭიერი ადამიანები არიან. მათ ესმით პოლიტიკა, მმართველობა და ვიცი, რომ ეს შესაძლებლობა მიეცემათ იმ ახალგაზრდა გუნდის მეთაურობით, რომელიც წარმოდგენილია თვითმმართველობის არჩევნებზე“ – განაცხადა კახა კუჭავამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up