კახა კუჭავა „უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმს“ უკავშირებს იმ ფაქტს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლის უფლებას არ აძლევენ

კახა კუჭავა „უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმს“ უკავშირებს იმ ფაქტს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლის უფლებას არ აძლევენ

access_time2021-07-22 12:40:23

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, პარლამენტში უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმი მოქმედებს, რათა პარლამენტის მუშაობას საფრთხე არ შეექმნას.

როგორც კუჭავამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ვერ დაუშვებს იმას, რომ სხდომის ჩატარებას რაიმე საფრთხე შეექმნას.

აღნიშნული განცხადება კუჭავამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ფრაქცია “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ განმარტება მოითხოვა, თუ რატომ არ უშვებენ პარლამენტის შენობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგელებს, რომლებზეც საშვები დაშვებულია. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მათ პარლამენტში მისვლა პრესკონფერენციის ჩასატარებლად სურდათ.

„რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საშვი ითხოვა. მათ მივეცით, მაგრამ კვლავ არ უშვებენ. თუკი ეს უსაფრთხოების ზომები გამო ხდება, მაშინ წინასწარ გვითხარით, რომ ამ ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის შემოშვება არ შეიძლება, რადგან უსაფრთხოების რისკებს ქმნის. არ შეიძლება ადამიანების ასე უსაფუძვლოდ შეზღუდვა. რაღა აზრი აქვს საშვთა სისტემას ან პარლამენტში ადამიანების მოწვევას, თუ კი ვინმე უცაბედედ გადაწყვეტს, რომ აღარ უნდა შემოუშვათ“, - მიმართა ბადრი ჯაფარიძემ კახა კუჭავას.

კუჭავამ ჯაფარიძეს განუცხადა, რომ სამომავლოდ, უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმის ამოქმედების თაობაზე ინფორმაციას წინასწარ მიაწვდის, რათა საშვების დაშვებასთან დაკავშირებით ეს გაითვალსიწუნონ.


„ნახეთ ბოლო რიგგარეშე სხდომა როგორ წარიმართა. ერთ-ერთი სხდომა ჩაიშალა კიდეც. სწორედ წესრიგია მთავარია, რაც მე უნდა უზრუნველვყო. მოქმედებს უსაფრთხოების რეჟიმი იმისთვის, რომ პარლამენტის მუშაობას საფრთხე არ შეექმნას“, - განაცხადა კუჭავამ.

 

Ipn.ge





სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ მე-3 აუქციონზეც ვერ გაიყიდა

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ მე-3 აუქციონზეც ვერ გაიყიდა
access_time2021-08-02 17:00:58
„საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასაყიდად გამოტანილი სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ვერც მე-3 აუქციონზე გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ აუქციონთან შედარებით ფასი თითქმის $13 მლნ–ით ნაკლები იყო. „საპარტნიორო ფონდმა“ სასტუმრო„ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონი მესამედ ივნისში გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ფასი იმაზე ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე პირველი და მეორე აქციონების შემთხვევაშიიყო. ამჯერად სასტუმროს საწყისი ღირებულება 24 041...

რომ არა ხარისხის პრობლემა, ქართულ თხილზე აშშ–ში დიდი მოთხოვნა იქნებოდა

რომ არა ხარისხის პრობლემა, ქართულ თხილზე აშშ–ში დიდი მოთხოვნა იქნებოდა
access_time2021-08-02 16:00:48
საქართველოში თხილის მოსავლის აღება მომავალი კვირიდან იწყება. გასული სეზონი აღდგენითი ხასიათის იყო, როდესაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალმოსავლიანობა იყო (33 000 ტ). მეწარმეები მიმდინარე სეზონზე კიდევ უფრო მეტ მოსავალს ელიან, თუმცა მსოფლიო ბაზარზე წარმატების მისაღწევად თხილის ხარისხის გაუმჯობესებაა აუცილებელი. EastFruit–ის ქართული ჯგუფი ბლაი ლორტ მარტის ესაუბრა, აგრონომსა და ტექნოლოგიების სპეციალისტს, FRUSESA, BAIN BORGES International Group–ის ყოფილ...

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება
access_time2021-08-02 13:55:18
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება. პარლამენტმა ის მეოთხე მცდელობაზე დღეს, 2 აგვისტოს აირჩია. კალანდარიშვილის კონკურენტმა გიორგი სანტურიანმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას 83 მომხრე და 3 წინააღმდეგი ჰყავდა;გიორგი სანტურიანს კი 4 მომხრე და 1 წინააღმდეგი.დღესვე ცესკოში პროფესიული ნიშნით ორი წევრი აირჩიეს, გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე. წევრობის...

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს
access_time2021-08-02 14:00:48
ტურიზმის სამნიშნა პროცენტული ზრდის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს კოვიდის გამო საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებიკენ მოუწოდებს. დამატებით რისკებად კი შესაძლო ძალადობის შემთხვევებს ასახელებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ანგარიში 16 ივნისითაა დათარიღებული, მაშინ როცა კოვიდის შემთხვევათა 7 დღის საშუალო მაჩვენებლი 704-ს შეადგენდა და უცხოელებზე თავდასმხებიც არ იყო გახშირებული. ივნისში ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის...

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა
access_time2021-08-02 15:00:10
სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი კომპანია ბი-პი ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედმა კომპანია სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედს გადააბარა. სამხრეთ კავკასიის მილსადენი ერთ-ერთია სამხრეთის გაზის კორიდორის ოთხი სეგმენტიდან, რომელიც ემსახურება ბუნებრივი გაზის ექსპორტს აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში საქართველოს გავლით. სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედი კი სოკარის შვილობილი კომპანიაა. ტექნიკური ოპერატორობის გადაცემა...


მსგავსი სიახლეები

up