კახა კუჭავა - შვიდი კი არა, ერთი ევროპარლამენტარიც რომ იყოს, მნიშვნელოვანია ყველას მოსაზრება გავითვალისწინოთ, მაგრამ 7 იქნება თუ 27, მათი პოზიციის გამოხატვა არ ნიშნავს, რომ გარკვეული სანქციები წესდება

კახა კუჭავა - შვიდი კი არა, ერთი ევროპარლამენტარიც რომ იყოს, მნიშვნელოვანია ყველას მოსაზრება გავითვალისწინოთ, მაგრამ 7 იქნება თუ 27, მათი პოზიციის გამოხატვა არ ნიშნავს, რომ გარკვეული სანქციები წესდება

access_time2021-04-02 16:40:00

ჩვენს პასუხისმგებლობას რომ ვაცნობიერებთ, სწორედ ამიტომ ვიყავით თანახმა ოპოზიციასთან შეთანხმება მომხდარიყო - შეთანხმება რომ შედგეს, ორივე მხარის თანხმობაა აუცილებელი, ამის გარეშე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია, - ეს განცხადება ევროპარლამენტარების შეფასებების კომენტირებისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ გააკეთა.



მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზადაა, ყველა იმ საკითხზე გააგრძელოს მუშაობა, რაც დღის წესრიგში დგას.



„ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ძალიან ადარდებთ, პირველ რიგში, დროის კუთხით, რომ რაც შეიძლება მალე გადაწყდეს ყველა საკითხი და დავუბრუნდეთ იმ რეალურ გამოწვევებზე ბრძოლას, რომლის წინაშეც ქვეყანა და რეგიონი დგას. საუბარია როგორც ეკონომიკურ საკითხებზე, ასევე პანდემიასთან და სამუშაო საკითხებთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე მსჯელობა სწორედ პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს. დარწმუნებული ვარ, გზას მალე ვიპოვოთ. პრობლემას მალე გადავლახავთ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.




მან აქვე აღნიშნა, რომ „როცა ევროპარლამენტარების გუშინდელ განცხადებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის შვიდი ევროპარლამენტარის პოზიცია“.



„ძალიან საყურადღებოა, თუმცა ეს არ არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია, ამიტომ ნებისმიერი სახის სანქციაზე ან რაიმე შეზღუდვაზე საუბარი ნაადრევი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება წერილის პასაჟს, კარგად გვესმის, რომ ისინი არათუ სწუხან პრობლემაზე, არამედ ცდილობენ, გამოსავალი იპოვონ. სამწუხაროა, რომ წერილში გარკვეული უზუსტობა ვნახე - კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის მოშველიება და იქვე რიგგარეშე არჩევნების ხსენება. დანიელსონს თავის შემოთავაზებაში რიგგარეშე არჩევნები მითითებული არ ჰქონდა. ახალი მოსაზრების გაჩენა და იმის მითითება, რომ ეს დანიელსონის დოკუმენტში იყო აღნიშნული, უბრალოდ უზუსტობაა და ამას თავად დანიელსონიც დაადასტურებს. შვიდი კი არა, ერთი პარლამენტარიც რომ იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია ყველას მოსაზრება გავითვალისწინოთ, მაგრამ შვიდი იქნება თუ 27, მათი პოზიციის გამოხატვა არ ნიშნავს, რომ გარკვეული სანქციები წესდება. ამაზე სპეკულირება არ არის სწორი“, - განაცხადა კახა კუჭავამ.



IPN.GE







რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5%–ით 10%–მდე გაზარდა

სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5%–ით 10%–მდე გაზარდა
access_time2021-08-04 12:22:42
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 4 აგვისტოს სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.0 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ–ის ცნობით, ბოლო პერიოდში ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და ივლისის თვის ფასების ზრდის მონაცემმა არაერთ ქვეყანაში პროგნოზირებულს გადააჭარბა. საქართველოშიც ივლისის...

ლარი მცირედით გაუფასურდა

ლარი მცირედით გაუფასურდა
access_time2021-08-03 18:00:52
3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.06 თეთრით 3.1048-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსი 3.1065-ზე დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან, 0.13 თეთრით 3.69.19-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.86 თეთრით 4.3247-მდე, თურქულ ლირასთან 0.17 თეთრით 0.3729-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.55 თეთრით 4.2633-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.92 თეთრით 6.3566-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან კი უმნიშვნელო 0.01 თეთრით 1.8265-მდე...

როგორ აპატარავებს ინფლაცია ხელფასს

როგორ აპატარავებს ინფლაცია ხელფასს
access_time2021-08-04 13:00:55
ინფლაციის განაკვეთმა ივლისში ბოლო 10 წლის რეკორდი მოხსნა და 11.9%-ს მიაღწია. პირველადი მოხმარების თითქმის ყველა პროდუქტზე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასების ორნიშნა პროცენტული ზრდა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანები, რომელთა შემოსავალიც ლარში უცვლელად შენარჩუნდა, რეალურად გაღარიბდნენ. 2021 წლის ივლისის 1000 ლარი მსყიდველუნარიანობით გასული წლის ივლისის 895 ლარს გაუტოლდა. საბაზრო ეკონომიკის პირობებში რაიმე ნივთსა თუ მომსახურებას აბსოლუტური...

თემურ ჭყონია: გახარიას ბიზნესწრეებში ცუდი რეპუტაცია არ ჰქონია

თემურ ჭყონია: გახარიას ბიზნესწრეებში ცუდი რეპუტაცია არ ჰქონია
access_time2021-08-04 12:00:55
თემურ ჭყონია „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიას მეტსახელის („ბოლი“. რედ.) გასაჯაროებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ გუნდის შიგნით რა ხდება არ იცის, ხოლო გარეთ - ბიზნესმენთა წრეში, გახარიას ცუდი რეპუტაცია არ ჰქონდა.   „ნორმალური ბიზნეს-ომბუდსმენი იყო, არ მახსენდება შემთხვევები, ვინმეს რამე შეპირებოდა და არ შეესრულებინა. შეიძლება იყო ასეთი ფაქტები, მაგრამ ჩემთვის უცნობია. როგორც წესი, ბიზნესომბუდსმენი ხელისუფლების მიერ ინიშნება, მაგრამ მისი...


მსგავსი სიახლეები

up