კახა კუჭავა - პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, იუსტიციის საბჭოში ხუთი ვაკანსია მომდევნო ერთი წელი შეუვსებელი დატოვოს - პარლამენტი ვალდებულია, კანდიდატების შესარჩევი კონკურსი უახლოეს დღეებში გამოაცხადოს

კახა კუჭავა - პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, იუსტიციის საბჭოში ხუთი ვაკანსია მომდევნო ერთი წელი შეუვსებელი დატოვოს - პარლამენტი ვალდებულია, კანდიდატების შესარჩევი კონკურსი უახლოეს დღეებში გამოაცხადოს

access_time2021-05-23 17:17:55

საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, დაელოდოს 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს და იუსტიციის საბჭოში ხუთი ვაკანსია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შეუვსებელი დატოვოს. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, კანდიდატების შესარჩევი კონკურსი უახლოეს დღეებში გამოაცხადოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების , ასევე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის საპასუხო წერილშია აღნიშნული.
კუჭავას განმარტებით, საქართველოს პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპისა და პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე იმოქმედებს.
ამავე წერილში აღნიშნულია, რომ მომავალ კვირას იურიდიული კომიტეტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სასამართლო რეფორმაზე მუშაობის დასაგეგმად, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა პარტიის წარმომადგენლობა.
“19 აპრილს პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც, გარდა სხვა საკითხებისა, სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პუნქტებსაც შეიცავს.
კერძოდ, შეთანხმების თანახმად, 2022 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, შესწავლილ უნდა იქნეს სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღების განხორციელების პრაქტიკა და მიგნებების საფუძველზე, სასამართლო რეფორმის ახალი პაკეტი უნდა შემუშავდეს. აღნიშნული პაკეტი უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხებსაც. საქართველოს პარლამენტმა პირნათლად უნდა შეასრულოს პოლიტიკური შეთანხმების აღნიშნული პირობა და დოკუმენტით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის საფუძველზე, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი მომავალი წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე მიიღოს.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა ცვლილებები კანონში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას ეხება. კერძოდ, პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად, მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, სადაც სრულად აისახა ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით: ა) შემოღებულ იქნა ღია კენჭისყრის წესი; ბ) იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაეკისრა ვალდებულება, გადაწყვეტილება კანდიდატების წარდგენის შესახებ მიიღოს კანდიდატებისთვის მიკუთვნებული ქულების შესაბამისად; გ) დაწესდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების ორმაგი გასაჩივრების წესი. აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ხელახლა გამოცხადდა ვაკანსიებზე განაცხადების მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ განახლდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა. სწორედ აღნიშნული პირობა იყო ასახული პოლიტიკურ შეთანხმებაში.
გამომდინარე იქიდან, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის შესახებ სრულ შესაბამისობაში იქნება ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციებთან, რაც წარმოადგენს პოლიტიკური შეთანხმების ნაწილს, საბჭოს მიერ კანდიდატების წარდგენის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიწყოს კანდიდატების დამტკიცების პროცედურა. მომავალ კვირას იურიდიული კომიტეტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სასამართლო რეფორმაზე მუშაობის დასაგეგმად, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა პარტიის წარმომადგენლობა.
საქართველოს კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დამტკიცება მიმდინარე წლის ივნისში ევალება. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, დაელოდოს 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს და საბჭოში ხუთი ვაკანსია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შეუვსებელი დატოვოს. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, კანდიდატების შესარჩევი კონკურსი უახლოეს დღეებში გამოაცხადოს. ამასთან, საქართველოს პარლამენტი აცნობიერებს ვალდებულებას, საბჭოს წევრები პოლიტიკური პარტიების სათანადო ჩართულობით აირჩიოს. მე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პასუხისმგებელი ვარ უზრუნველვყო ეს პროცესი.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის უპირველესი ვალია, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, აგრეთვე იმოქმედოს პოლიტიკური შეთანხმების პირობების შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ საქართველოს პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპისა და პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე იმოქმედებს,”- აღნიშნულია წერილში.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას ერთობლივი წერილით მიმართავენ. წერილში აღნიშნულია, რომ მიღწეულ შეთანხმებაში, პოლიტიკურმა პარტიებმა ამბიციური სასამართლო რეფორმის მიღების ვალდებულება აიღეს. ასევე პარტიები შეთანხმდნენ, რომ დაპაუზდება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის პროცესი და განახორციელებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებით რეფორმას.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up