კახა კუჭავა: მიშენებებთან დაკავშირებულ პრობლემაზე შესაბამისი რეაგირება მოკლე ვადებში უნდა მოხდეს

კახა კუჭავა: მიშენებებთან დაკავშირებულ პრობლემაზე შესაბამისი რეაგირება მოკლე ვადებში უნდა მოხდეს

access_time2021-10-12 16:40:00

„მიშენებებთან დაკავშირებულ პრობლემაზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს - სწორი იქნება ამ საკითხებზე მოკლე ვადებში გადაწყვეტილების მიღება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება შედის, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, მაია ბითაძის განმარტებით, ე.წ. დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემას ეხება.



აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მნიშვნელობას გამოეხმაურა კახა კუჭავა.


„ზოგადად, პრობლემა დგას მიშენებებთან დაკავშირებით, რომელიც გვახსოვს 90-იანი წლებიდან საკმაოდ პოპულარული იყო. აუცილებელია, იქ, სადაც არა მხოლოდ კითხვის ნიშანი ჩნდება, არამედ თითქმის ყველა მსგავს მიშენებებთან დაკავშირებით, კომისია შეიქმნას, შესაბამისმა ორგანომ იმსჯელოს და ჩვენი მხრიდანაც შეიძლება ინიციატივა წამოვიდეს, რომ ამ კუთხით მაქსიმალურად ყურადღება მიექცეს. მინიმუმ, კარგად უნდა გვესმოდეს, რა საფრთხე შეიძლება მოდიოდეს აქედან და შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს. ამიტომ, ყველაზე სწორი იქნება, ამ საკითხების ერთად თავმოყრა და შემდეგ, მოკლე ვადებში გადაწყვეტილების მიღება მოხდება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.






საქართველოში ყველის ძირითადი იმპორტიორი გერმანიაა

საქართველოში ყველის ძირითადი იმპორტიორი გერმანიაა
access_time2021-11-28 21:00:55
საქართველოდან ყველის ექსპორტი 41%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 101.9 ტონა ყველის ექსპორტში $642.6 ათასის შემოსავალი...

მატარებელი ფრთებით - განვითარების რა ეტაპზეა რკინიგზა მსოფლიოში

მატარებელი ფრთებით - განვითარების რა ეტაპზეა რკინიგზა მსოფლიოში
access_time2021-11-28 22:30:05
...

რატომაა აუცილებელი საპორტო სიმძლავრეების გაზრდა საქართველოსთვის

რატომაა აუცილებელი საპორტო სიმძლავრეების გაზრდა საქართველოსთვის
access_time2021-11-29 00:00:11
...

ქართული წვენების ექსპორტი გაიზარდა - შემოსავალი $8 მილიონს აჭარბებს

ქართული წვენების ექსპორტი გაიზარდა - შემოსავალი $8 მილიონს აჭარბებს
access_time2021-11-28 19:00:46
2021 წლის იანვარ-ოქტომბერში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველომ ხილის და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 22%-ით, 6.7 ათას ტონამდე გაზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, $6.5 მილიონიდან $8.2 მილიონამდე გაიზარდა ექსპორტიდან მიღებული...

როგორ მუშაობს პროექტი ,,იმუშავე საქართველოდან“

როგორ მუშაობს პროექტი ,,იმუშავე საქართველოდან“
access_time2021-11-28 18:00:19
პროექტ ,,იმუშავე საქართველოდან“ ამოქმედებიდან დღემდე, 3129 უცხოელი დარეგისტრირდა, საიდანაც 501 აპლიკანტს უარი ეთქვა - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების ეროვნულ ადმინისტრაციაში განაცხადეს. უწყების ცნობით, ქვეყნაში უკვე შემოსულია 1 117 პირი, რაც პოტენციურად 6 თვის განმავლობაში 14 მლნ...


მსგავსი სიახლეები

up