ყველაზე მთავარი მაიკ პომპეოს ვიზიტში ისაა, რომ კარგად ჩანს მაღალი დონის მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხის, ხელისუფლების მიმართ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხდა.
კახა კუჭავამ აშშ-ის ასიგნების კომიტეტის მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული ფინანსური დახმარების საკითხიც შეაფასა. „ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თუ გავითვალისწინებთ, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება დაახლოებით $50 მილიონითაა გაზრდილი. საქართველოს ეკონომიკისთვის ეს თანხა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კუჭავამ.
17-18 ნოემბერს, საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიდო მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება.
imedinews.ge