კახა კუჭავა: კონგრესს არაფერი გაუყინავს და არც დოკუმენტი მიუღია,  ეს არის ტყუილი და  დეზინფორმაცია

კახა კუჭავა: კონგრესს არაფერი გაუყინავს და არც დოკუმენტი მიუღია, ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია

access_time2020-07-07 13:58:09

„ეს არის ტყუილი და ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავს ტყუილზე და დეზინფორმაციაზე ცდილობენ თავის წინასაარჩევნო კამპანიის აგებას, ამას მეტს ვერაფერს დავარქმევ. კონგრესს არაფერი გაუყინავს, არც დოკუმენტი მიუღია და არანაირი ცვლილებები დოკუმენტში არ შეუტანია. ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია. ერთადერთი რასაც მსგავსი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება უკავშირდებოდეს, ან არაპროფესიონალიზმია და უნარი ვერ წაიკითხო ის, რა ინფორმაციაც მოდი ამერიკიდან ან მეორე- მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, რომლითაც ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ოპოზიციის მიერ გავცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითოს აშშ-ს კონგრესმა საქართელოს დახმარების ნაწილი გაუყინა.



მისივე განმარტებით, აქ საუბარია კონგრესის ერთ-ერთი კომიტეტის ერთ-ერთ ქვეკომიტეტში დაინიცირებულ კანონპროექტზე, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი თვე დასჭირდება იმისთვის, რომ სესიამდე მივიდეს და კენჭისყრა ჩატარდეს.


„ამიტომ, ეს განხორციელებული ქმედება, რომ უბრალოდ კანონპროექტი დაინიცირდა, ჩვენთან იქნა „გაყიდული“ და გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს კონგრესმა მიიღო რაღაც გადაწყვეტილება, რაც მართლა ღიმილის მომგვრელია. ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს, ძალიან კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ ტყუილს არა მხოლოდ მოკლე ფეხები აქვს. ეს არის ერთ-ორ საათიანი აჟიოტაჟის ატეხვის მცდელობა იმ ფაქტზე, რომელიც არ მომხდარა. მაგრამ ყველაზე საწყენი ის არის, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ერთადერთი ვისაც ხელს აძლევს და ვის ინტერესებშიც არის, ეს არის ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტი და სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ზუსტად ამ ნარატივს იმეორებენ და სიხარულით იღებენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს, თურმე, რაღაც სანქციები დაუწესდა, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის ტყუილი. კონგრესს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია და ამაზე საუბარი სასაცილოც კი არის, რადგან ელემენტარული ინგლისური თუ იცი, შეგიძლია წაიკითხო და გაერკვე, რომ ეს არის ერთ-ერთი კომიტეტის ერთ-ერთ ქვეკომიტეტში დაინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო დასჭირდება, რომ მივიდეს ფართო განხილვამდე, მათ შორის, კონგრესის პლენარულ სესიამდე“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.


მისივე თქმით, ადგილი აქვს რამდენიმე კონგრესმენის მცდელობას, რომ ეს ცვლილებები აისახოს აპროპორიაციის დოკუმენტში, თუმცა აქ საუბარია იმ დოკუმენტზე, რომელშიც ზუსტად „ქართული ოცნების“ პერიოდში გაჩნდა ისეთი მხარდამჭერი ჩანაწერები, რომელიც ადრე არ ყოფილი.



„რა თქმა უნდა, ალოგიკური იქნებოდა უცებ კონგრესს რამე გადაწყვეტილებ მიეღო. კონგრესი ასე მარტივად გადაწყვეტილებებს არ იღებს. ამას წინ ძალიან დიდი პროცესები უწევს - პროცედურული ნაწილი, განხილვები. ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ფიზიკურად ვერ მოესწრება, რომ ახლო მომავალში იქნას განხილული. ამას, სჭირდება დრო, თუმცა ის, რომ რამდენიმე კონგრესმენი არის აგრესიული ლობიზმის შედეგად ჩვენი ხელისუფლების წინაააღმდეგ განწყობილი, ეს დასამალი არ არის და გვესმის კიდეც, მათ შორის ერთ-ერთი კონგრესმენის ბოლოდროინდელი ჩართვა ოპოზიციურ ტელეარხზე ძალიან კარგად მეტყველებს ამაზე. თუმცა ამერიკელი პარტნიორების შეფასებით, არასდროს ყოფილა ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობა ისეთ მაღალ დონეზე, როგორც ახლაა და ეს ასეც გაგრძელდება და ჩვენს მტერს, ვისაც უხარია, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესდეს ან დაიძაბოს ამ სიამოვნებას ნამდვილად ვერ მიიღებს“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up