კახა კუჭავა: კანონპროექტზე, რომელშიც დახმარების 15%-იანი შესაძლო გაყინვაა ნახსენები, თავიდანვე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა

კახა კუჭავა: კანონპროექტზე, რომელშიც დახმარების 15%-იანი შესაძლო გაყინვაა ნახსენები, თავიდანვე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა

access_time2020-07-24 18:45:00

კანონპროექტზე, რომელშიც დახმარების 15%-იანი შესაძლო გაყინვაა ნახსენები, თავიდან ძალიან არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. ეს იყო მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა, თითქოს სანქციები დაწესდა,რაც არის ტყუილი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

 

„საქართველოს მხარდამჭერი ჩანაწერები ამ აქტებში სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს გაჩნდა. ეს ძალიან დიდი მიღწევაა და იმ სტრატეგიული ურთიერთობების აღიარება, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს. აშშ-ში კანონპროექტი ძალიან დიდ გზას გადის, ახლა ეს დოკუმენტი სენატში არის დამტკიცებული. შემდეგ ეტაპზე ეს დოკუმენტი უნდა შეჯერდეს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ დოკუმენტთან და ამის შემდეგ საბოლოო ვერსია გაეგზავნება ხელმოსაწერად პრეზიდენტს. მეორე კანონპროექტზე, რომელშიც 15%-იანი შესაძლო გაყინვაა ნახსენები, თავიდან ძალიან არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. ეს იყო მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა, თითქოს სანქციები დაწესდა,რაც არის ტყუილი. ქვეკომიტეტის დონეზე დარეგისტრირდა ცვლილებები, რომლებიც იმ სახით არც გავიდა და როგორი იქნება საბოლოო ჯამში ეს ასიგნებების შესახებ კანონპროექტი, ჯერ კიდევ უცნობია. იგივე კანონპროექტი შემდეგ სენატმა (ქვეკომიტეტი, კომიტეტი, პლენარული სესია) უნდა განიხილოს, შემდეგ ორი დოკუმენტის შეჯერება მოხდება და ის გაეგზავნება პრეზიდენტს. თუმცა უნდა აღვნიშნოთ იცის, რომ ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი და ამ პერიოდში კანონპროექტების განხილვა ხშირად იწელება. ამიტომ იმის თქმა, რომ ხვალ ან ზეგ მიიღებენ რაღაც საშინელ კანონს, არის ტყუილი. მეტიც, კანონპროექტი ამ ფორმით რომც გავიდეს, ეს არ ნიშნავს, რომ დახმარების 15% გაიყინება. გარკვეული პერიოდის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეაფასოს, რამდენად შეასრულა საქართველომ ესა თუ ის ვალდებულება, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ვალდებულება იყო საარჩევნო რეფორმა, რომელიც უკვე გატარებულია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ერთი მოთხოვნა უკვე შესრულებულია“, - განაცხადა კუჭავამ.

 


2021 ფისკალური წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up