კახა კუჭავა ევროკავშირის ელჩს შეხვდა

კახა კუჭავა ევროკავშირის ელჩს შეხვდა

access_time2021-05-05 18:10:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან პირველი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


„ელჩმა კახა კუჭავას თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.


შეხვედრაზე, მხარეებმა პარლამენტის თავმჯდომარის სამომავლო გეგმები განიხილეს - კარლ ჰარცელმა კახა კუჭავას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.



საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით მომზადებულ დოკუმენტს და მის იმპლემენტაციას.


როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, იგი პირადად გაუწევს მონიტორინგს, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტები დროულად და სრულფასოვნად შესრულდეს.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.


კახა კუჭავას თქმით, მას ევროკავშირის წარმომადგენლობასთან წლების განმავლობაში აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს, რის შედეგადაც, მრავალი საინტერესო პროექტი განხორციელდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up