კახა კალაზე - რიგ მედიასაშუალებებს აქვთ საზოგადოებაში დაძაბულობის განცდის დანერგვის სურვილი და მცდელობა

კახა კალაზე - რიგ მედიასაშუალებებს აქვთ საზოგადოებაში დაძაბულობის განცდის დანერგვის სურვილი და მცდელობა

access_time2020-10-31 14:39:02

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე   მსურს, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია მიმდინარე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.

 

ქვეყნის მასშტაბით ხმის პროცესი მიმდინარეობს მშვიდად. სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია თავისუფალი საარჩევნო გარემო და ამომრჩევლებს  აქვთ  შესაძლებლობა დააფიქსირონ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი.

 

 

სამწუხაროდ, რიგ მედიასაშუალებებს აქვთ საერთო სურათის დამახინჯების და საზოგადოებაში დაძაბულობის განცდის დანერგვის სურვილი და მცდელობა.

 

ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ -  ამ დროისთვის, 14:00 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესი წარიმართა და მიმდინარეობს სრულიად მშვიდ და თავისუფალ გარემოში.

 

დილიდან, სულ რამდენიმე უბანზე იყო გარკვეული პირების მხრიდან დაძაბულობის კერების შექმნის და  საარჩევნო პროცესის შეფერხების მცდელობა - ჩვენ ამაზე წინასწარ ვისაუბრეთ, რომ ეს მოსალოდნელი იყო კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ირაკლი კობახიძემ რამდენჯერმე ბრიფინგი მიუძღვნა ამ ინფორმაციას - ეს ქმედებები რა თქმა უნდა დასტურდება, თუმცა ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, ეს პირები და ჯგუფები საკუთარ მიზნებს ვერ აღწევენ და რა თქმა უნდა, ვერც მომავალში მიაღწევენ.

 

ცალკე და ხაზგასმით აღსანიშნავია ჩვენი მოქალაქეების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება მაღალ აქტივობაში. ეს ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მოქალაქეს და თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს.


 

ამ მაღალ აქტივობაში, რა თქმა უნდა, ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად  განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი პარტიის წევრებს, ჩვენს აგიტატორებს, რომლებსაც ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო.

 

აქვე, მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო, საარჩევნო უბნების მიმდებარე ჩვენი აგიტატორების მუშაობა  - აქაც ცალკეული  მედიასაშუალებები ცდილობენ, რომ ეს წარმოაჩინონ კანონდარღვევად. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს აგიტატორებს, ჩვენს მხარდამჭერებს - გააგრძელეთ ასე მუშაობა, ეს არ არის კანონდარღვევა და შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც ამ წუთამდე აკეთებდით.

 

ამომრჩეველთა სიები ცესკოდან მიღებული აქვს ყველა საარჩევნო სუბიექტს და უბნების მიმდებარედ პრაქტიკულად ყველა პარტია აწარმოებს იგივე ტიპის სამუშაოებს.

 

ასევე,  სამართალდარღვევას არ წარმოადგენს საარჩევნო უბნების ვიდეოგადაღება - აქაც იყო გარკვეული პირების მხრიდან გაჟღერებული განცხადებები, რომ თითქო ს ეს იყო  კანონდარღვევა და ესეც ნამდვილად არანაირ კანონს არ ეწინააღმდეგება, უბრალოდ საჭიროა კომისიისადმი წინასწარ მიმართვა, ყველა პარტიას შეეძლო ეს გაეკეთებინა - მიემართა კომისიისთვის და ისინი მიიღებდნენ თანხმობას.

 

 ახლა რაც შეეხება რეალურად მოსალოდნელ პროვოკაციებს  და არა ოპონენტების მხრიდან გამოგონილ დარღვევებს - ჩვენ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, არეულობის შექმნის მიზნით ხდება ზონდერ ჯგუფების მობილიზება.

 

 

ვაფრთხილებთ ყველას, ტყუილად ნუ ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას და საარჩევნო პროცესის შეფერხებას - ნებისმიერი სამართალდარღვევაზე, ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებაზე, სახელმწიფოს ექნება უმკაცრესი რეაგირება და დესტრუქციის მოსურნეებს საკუთარი მიზნების განხორციელების შესაძლებლობა, გარანტიას გაძლევთ არ მიეცემათ და ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად.

 

წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება" მიმდინარე არჩევნებში დიდი უპირატესობით ლიდერობს და საღამოს ყველა ერთად, კიდევ  ერთხელ ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას.

 

მოვუწოდებ ყველა ჩვენს მხარდამჭერს,  ვისაც ჯერ კიდევ არ მიუცია ხმა, მობრძანდნენ საარჩევნო უბნებზე, დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი და საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ დიდ გამარჯვებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up