კახა კალაძის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, ლადო კახაძეს ხმა ამომრჩეველთა 62.5%-მა მისცა, შალვა შავგულიძეს - 37.5%-მა

კახა კალაძის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, ლადო კახაძეს ხმა ამომრჩეველთა 62.5%-მა მისცა, შალვა შავგულიძეს - 37.5%-მა

access_time2019-06-09 22:40:12

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით ლადო კახაძემ ამომრჩევლის 62.5%-ანი მხარდაჭერამიიღო. როგორც კალაძემ განაცხადა, უბნებიდან მიღებული ინფორმაციით დათვლილია ბიულეტენების 75% და ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მმართველი პარტიის კანდიდატს ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.


რაც შეეხება შალვა შავგულიძეს, როგორც კალაძემ აღნიშნა, კახაძის კონკურენტმა ხმების 37.5% მიიღო.


„ამ წუთებში ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს და მინდა ვუპასუხო იმ ადამიანებს, ვინც ჩემი განცხადება შეაფასა უპასუხისმგებლოდ. მინდა მივაწოდო ინფორმაცია კონკრეტულად მათ. ამ ეტაპზე, რასაც ჩვენ გვაწვდიან უბნებიდან ჩვენი წარმომადგენლები ინფორმაციას, დათვლილია ხმების 75% და აქედან, 62.5% არის ლადო კახაძის, 37.5% არის შალვა შავგულიძის. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ბატონ ლადოს დამაჯერებლი გამარჯვება. სხვაობა ძალიან დიდია და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ეს ციფრი. ეს არის მთაწმინდის მოსახლეობის პასუხი იმ ადამინებს, ვინც ძირითადად ცდილობდა სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინა. ძალიან მიხარია, რომ ადამიანები დღეს ძალიან კარგად აფასებენ და ხედავენ რეალურ სიტუაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ



„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ამომრჩევლებს მხარდაჭერისა და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.



„ჩვენ ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი იმედები გავამართლოთ და ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს აწუხებს მთაწმინდას, თბილისს და ზოგადად ქვეყანას“, - აღნიშნა კალაძემ


ipn.ge





რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი
access_time2020-09-18 10:00:56
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი გააკეთა. „ქართული ოცნების“...

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-17 18:05:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-17 21:00:49
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში...

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
access_time2020-09-17 16:00:44
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი...

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-09-17 13:00:26
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივებას, მათი რაოდენობის გაზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის ზრდას და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას. დღევანდელი მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. Mastercard–ის უნიკალურ...


მსგავსი სიახლეები

up