კახა კალაძის განცხადებით, წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა და საახალწლო სოფელში დასახარჯი თანხები გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად მიემართება

კახა კალაძის განცხადებით, წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა და საახალწლო სოფელში დასახარჯი თანხები გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად მიემართება

access_time2020-12-02 11:55:59

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წელს, თბილისში საახალწლო სოფელი არ მოეწყობა. როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თბილისის მერიამ ეს გადაწყვეტილება არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე მიიღო. ამასთან, მისივე ინფორმაციით, იმ თანხით, რაც საახალწლო სოფლის მოწყობისთვის იყო გამოყოფილი, გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარებიან.

„არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ის შეზღუდვები რომლებიც არის დაწესებული და ზოგადად იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანრმთელობას, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ წელს საახალწლო სოფელი ვერ გაკეთდება. ეს, ფაქტობრივად, გახსნის მიზიდულობის ცენტრს და დიდი საფრთხე იყო იმის, რომ ბევრი ადამიანი მივიდოდა ბავშვებით, ბებიებით, ბაბუებით და გაჭირდებოდა კონტროლი და უხერხული იქნებოდა მოსული ადამიანისთვის გეთქვა, რომ არ შეხვიდე საახალწლო სოფელში. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დაახლოებით 700 000 - 800 000 ლარი გვიჯდებოდა საახალწლო სოფელი და ეს თანხები, რაც უნდა დახარჯულიყო მასზე, მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში და დავეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ეს იქნება საკვებით უზრუნველყოფა წინასაახალწლო დღეებში და ამისთვის ჩვენ პლატფორმა უკვე შექმნილი გვაქვს. უკვე ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი და ხდება საკვები პროდუქტებით მომარაგება და მომდევნო დღეებში დავიწყებთ დარიგებას. ჩვენ გვაქვს სრული მონაცემები გაჭირვებული ოჯახების და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს. ყოველწლიურად 330 მილიონზე ცოტა მეტი იყო განსაზღვრული ბიუჯეტში იმისთვის რომ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ სოციალური და ჯანდაცვის მიმართლებით იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭიდებოდა დახმარება. ერთადერთი მიმართლება, რომელსაც ერთი თეთრი არ მოკლებია პანდემიის პირობებში ეს იყო ჯანდაცვის და სოციალური მიმართულება. როგორც აღვნიშნე, საახალწლო სოფელში დასახარჯი თანხები მიმართული იქნებას იმისთვის, რომ შევიძინოთ საკვები პროდუქტები“, - განაცხადა კალაძემ.

მან ასევე მოუწოდა მოხალისეებს, რომ ჩაერთონ ამ პროექტში და მონაწილეობა მიიღონ პროდუქტების დარიგებაში.

„მინდა გამოვეხმაურო ბიზნეს სექტორს და მადლობა გადავუხადო მხარდაჭრისთვის. უკვე ბევრი ზარი შემოვიდა ცხელ ხაზზე რომ არის სრული მზადყოფნა იმისთვის, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა ამაში. ეს პლატფორმა შექმნილია ყველასთვის და ასევე მინდა მივმართო ახალგაზრდებს და მოხალისეებს, ვისაც სურვილი გაქვთ ჩაერთოთ ამ ღონისძებაში და დაეხმაროთ მუნიციპალიტეტს პროდუქტების მიტანაში. ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა, მოხდება ამ ადამიანების გადამზადება. რა თქმა უნდა, ყველანაირი უსაფრთხოების წესები იქნება დაცული“, - განაცხადა კალაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up