კახა კალაძემ საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკა და მისი ძირითადი მიმართულებები წარუდგინა

კახა კალაძემ საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკა და მისი ძირითადი მიმართულებები წარუდგინა

access_time2017-09-18 21:26:10

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საზოგადოებას, პროგრამული ხედვის ფარგლებში, სატრანსპორტო პოლიტიკა და მისი ძირითადი მიმართულებები წარუდგინა.


საპრანსპორტო პოლიტიკა მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების და მგზავრობის ხელმისაწვდომობის ამაღლებას, სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების არსებით შემცირებას და ტრანსპორტირებისა და მგზავრობის მომსახურების ხარიხის ამაღლებასა და უსაფრთხოების ზრდას.

 

მერობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ამ მიმართულებით თბილისში მნიშვნელოვანი პროექტებია განსახორციელებელი. „ზოგადად, ეკოლოგია და ეკოლოგიური თვალსაზრისით პროექტების განხორციელება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა მან.
ამასთან, კალაძემ პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ღონისძიებაზე იმყოფებიან დარგის სპეციალისტები, რომლებიც სატრასპორტო პოლიტიკის მომზადების პროცესში და იმისთვის, რომ ქალაქში სამომავლოდ ბევრი სწორი პროექტი განხორციელდეს, თვეების განმავლობაში მის გუნდთან ერთად მუშაობდნენ.

 

„ასევე ძალიან მიხარია, რომ ბევრი ახალგზარდაა დღეს ჩვენთან წარმოდგენილი. მინდა გითხრათ, ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, ერთად უნდა განვავითაროთ ჩვენი დედაქალაქი და თქვენ როლი. ახალგაზრდების როლი ამ საქმეში არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და მჯერა, რომ თქვენი თანადგომა გვექნება. ეს ქალაქი არის თითოეული ჩვენთაგანის და ერთად უნდა მოვახერხოთ, რომ თბილისი ძალიან მალე გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 



არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს
access_time2020-06-01 12:40:52
უკვე რამდენიმე დღეა, აშშ-ის არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციები არეულობის ფონზე მიმდინარეობს – არბევენ და წვავენ მაღაზიებს, პოლიციის მანქანებსა და შენობებს. დემონსტრანტები აპროტესტებენ მინესოტის შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ უაიარაღო აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდისადმი ძალადობრივ მოპყრობას, რომელსაც შესაძლოა მისი სიკვდილი გამოეწვია და უფრო ფართო პრობლემას — პოლიციის მიერ აფროამერიკელებისადმი სასტიკ მოპყრობას. პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა — დერეკ ჩაუვინმა...

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო
access_time2020-06-01 11:55:07
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1531-ით დაიწყო, 12:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1045-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1761 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1180 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.0820 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.1450 ლარადაა...

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-06-01 10:50:10
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588 ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-06-01 10:30:24
სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული არიან მისი ოჯახის წევრებიც. როგორც მან ფეისბუკის პირდაპირ ეთერში თქვა, მისი ტესტირების პასუხი დადებითია. მთავრობის მეთაურის თქმით, დაავადება კვლავ ასიმპტომურია. იგი გააგრძელებს მუშაობას პრემიერ მინისტრის რეზიდენციიდან. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი სომხეთში ლაბორატორიულად 9 282 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უშუალოდ კორონავირუსით 131 პირი გარდაიცვალა, თანმხლები...

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!
access_time2020-06-01 09:30:16
COVID-19 პანდემიის დროს, Matercard-მა სამედიცინო პერსონალს მადლობა განსხვავებული ფორმით გადაუხადა: ...


მსგავსი სიახლეები

up