კახა კალაძემ საზოგადოებას ეკოლოგიური პოლიტიკის მიმართულებები გააცნო

კახა კალაძემ საზოგადოებას ეკოლოგიური პოლიტიკის მიმართულებები გააცნო

access_time2017-09-22 19:31:31

„არაფერი არ ღირს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ფასად, ყველამ უნდა ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი და ვიცოცხლოთ ჯანსაღ გარემოში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც დღეს გაიმართა.

 

კახა კალაძის თქმით, ეკოლოგია თბილისისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია, შესაბამისად, ამ საკითხის გადაწყვეტა მმართველი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

 

„სიცოცხლით სავსე ქალაქის უპირველესი ფასეულობა არის ადამიანი და მისი ჯანმრთელობა“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

 

მისივე განცხადებით, ეკოლოგიური პოლიტიკის ძირითადი მიზნებია: სტრატეგიულად ახალი გარემოს დაცვითი სტანდარტები, ეკოლოგიურად ჯანსაღი თბილისი და მწვანე ეკონომიკის სტიმულირება.

 

ეკოლოგიური პოლიტიკის მიმართულებები საზოგადოებას დეტალურად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილე მაია ბითაძემ გააცნო.

 


ბითაძის თქმით, მმართველი გუნდი სოციალური განვითარებისთვის, ჯანსაღი გარემოსთვის, ეკონომიკის სტიმულირებისთვის მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ის მიზნები განხორციელდეს, რაც ეკოლოგიურ სტრატეგიაშია მოცემული.

 

მისივე განმარტებით, სტრატეგია დაყოფილია სამ ძირითად მიმართულებად - ეს არის დედაქალაქში დაბინძურებისგამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, გამწვანებისა და რეკრეაციული ტერიტორიების სივრცეების მოწესრიგება და აღნიშნულ პროცესში მოქალაქეების ჩართულობა.

 

„საზოგადოების ჩართულობა და ინფორმირება იქნება გამჭოლი ხაზი ნებისმიერ საქმიანობაში, რომელიც გარემოს დაცვის საკითხში გადაწყვეტილებებს შეეხება. ეს ქვაკუთხედი  მოქცეული იქნება ორ მთავარ ჩარჩოში  - ეს არის ჯანსაღი გარემო სოციალური განვითარებისთვის და საზოგადოების ჩართულობა ჯანსაღი გარემოსთვის“, - აღნიშნა ბითაძემ.

 

ბითაძის განცხადებით, დაგეგმილია თანამედროვე სერვისების დანერგვა, რომელიც მოქალაქეებს გაუმარტივებს წვდომას სხვადასხვა მომსახურებაზე, მათ შორის, გარემოს დაცვის საკითხებისადმი მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში.

 

მისივე თქმით, სისტემაში ასევე დაინერგება სიახლე, რაც გულისხმობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ურბანული განვითარების გავლენის წინასწარ შეფასებას და გადაწყვეტილების შემდგომ მიღებას.

 

„ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ასევე, იქნება სხვადასხვა ინოვაციისა და მწვანე პროექტის წახალისება. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ნარჩენი მხოლოდ ნარჩენია და არაპროდუქტი, რომელსაც მისი გადამუშავების შემდეგ მივიღებთ.ეს პროცესი შექმნის დამატებით ახალ სამუშაო ადგილს და ხელს შეუწყობს მწვანე ეკონომიკის განვითარებას. ასევე, ვიმუშავებთ გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაკომპენსირებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ დაკარგული ეკოსერვისები დავაკომპენსიროთ გარკვეული ფონდების შექმნით და ესეც მივმართოთ ქალაქის ეკოლოგიური განვითარებისკენ“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

 

 

 



უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up