კახა კალაძის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში თბილისის საკრებულოს

კახა კალაძის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში თბილისის საკრებულოს

access_time2018-12-25 17:37:23

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს მერიის ერთი წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. კალაძემ ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა როგორც განხორციელებულ პროექტებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე.


დედაქალაქის მერმა ისაუბრა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების საჭიროებაზე და აღნიშნა,  რომ ეკოტრანსპორტი, მწვანე პოლიტიკა მერიის პრიორიტეტია. მისივე თქმით, 2019 წლის ბოლოსთვის მერიას ავტობუსების შესყიდვა დასრულებული ექნება. შეძენილია 10 მეტრიანი MAN-ის ფირმის ავტობუსი, რომელიც დედაქალაქში თებერვლიდან შემოვა.


ასევე, კალაძის თქმით, 220 ავტობუსზე ტენდერი დასრულებულია და ხელშეკრულება გაფორმდება. მისივე ინფორმაციით, 2019 წელს, თბილისს 150 გაზზე და 90 ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტობუსი ეყოლება, ხოლო 18- მეტრიანი ავტობუსები დედაქალაქში 2020 წლიდან შემოვა.


ასევე კალაძემ ყურადღება გაამახვილა ტაქსების რეფორმაზე, რომელკც 2018 წელს დაიწყო და 2019 წელსაც გაგრძელდება. დედაქალაქის მერის თქმით, იგეგმება მეტროს ახალი შემადგენლობების დამატება, რაც მოცდის დროს შეამცირებს.



რაც შეეხება სხვა საკითხებს, როგორც კალაძემ აღნიშნა, 2018 წლის განმავლობაში 224 ავტოფარეხია აღებული თბილისში და ეს პროცესი გრძელდება. ასევე, მისივე ინფორმაციით, მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგია შემუშავდა და სეპარირებული ურნების შეძენა დაიწყო, რაც ორბელიანის და გუდიაშვილის მოედნებზე განთავსდება.


მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მომავალ წელსაც გაგრძელდება. კალაძის თქმით, ბიუჯეტის 38 % ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება, ხოლო 35% ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებაზე, რაც 20 მილიონი ლარით არის გაზრდილი.


შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის საკრებულომ დღეს თბილისის მთავრობის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს. მერიის ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მთლიანი მოცულობა 927, 6 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით (861,6 მლნ) 66 მლნ ლარით არის გაზრდილი, ხოლო 2018 წლის დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 10, 8 მლნ ლარით.








მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up