კახა კალაძემ მოსახლეობას ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა

კახა კალაძემ მოსახლეობას ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა

access_time2017-09-08 19:30:40

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ჩუღურეთის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი რიმა ბერაძე წარუდგინა.

 

„ადამიანი, რომელიც ჩემთან ერთად იბრძოლებს ყოველდღიურად, რომ იმ პრობლემების მოგვარება შევძლოთ, რომელიც ყველა ჩვენთაგანს გვაწუხებს“, - ასე შეაფასა თანაგუნდელი კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, თბილისის, კერძოდ, ჩუღურეთის პრობლემებს ძალიან კარგად იცნობს და მათ გადაწყვეტას მისი გუნდის დახმარებითა და მოსახლეობის ჩართულობით გეგმავს.  

 

„ჩუღურეთის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე აღმაშენებლის მაგალითზე. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. იქნება განვითარება, მხოლოდ და მხოლოდ წინსვლა და გამარჯვება. ჩვენ ძალიან ხშირად შევხვდებით, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც, რადგან როგორც გითხარით, მხოლოდ თქვენთან ერთად, თქვენი დახმარებითაა შესაძლებელი არსებული პრობლემების მოგვარება“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

 


კახა კალაძის განმარტებით, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის, სკოლამდელი განათლების, სოციალური პროგრამებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიმართულებით აქტიურად იმუშავებს.

 

„ბოლო სამი წლის განმავლობაში, დედაქალაქში 12 ახალი ბაღი გაიხსნა. მიმდინარეობს ათი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან ჩვენს შვილებს ყველანაირი პირობა უნდა შევუქმნათ. სპორტი და სპორტული ცხოვრება - ეს ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. ჯანსაღი ცხოვრება ყველა თაობისთვის; განვითარება ყველა უბანში და არა მხოლოდ ცენტრალური უბნებისთვის; ძველი თბილისის - არა მხოლოდ კონკრეტული ქუჩების, არამედ მასშტაბური უბნების რეაბილიტაცია. მერიის პროგრამები გაგრძელდება მანამ, სანამ თბილისის თითოეული მცხოვრები შეძლებული და წელგამართული არ იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ლონდონის ბაღში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა რიმა ბერაძემაც მიმართა, რომელმაც მმართველ გუნდსა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

 

„ქართული ოცნების“ გუნდმა ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კიდევ ერთხელ დამასახელა. ჩემთვის ორმაგი პატივია, ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც კახა კალაძე ხელმძღვანელობს და რომელსაც ძალიან კარგად გამოსდის კაპიტნობა.  მან კარგად იცის, თუ რა სჭირდება დედალაქს და შეუძლია, თბილისი სიცოცხლის ქალაქად გადააქციოს“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

 

ამომრჩევლებთან შეხვედრას ასევე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ესწრებოდნენ.

 

 



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up