კახა კალაძემ მარშალ გელოვანის სახელობის ახლადრეაბილიტირებული პარკი დაათვალიერა

კახა კალაძემ მარშალ გელოვანის სახელობის ახლადრეაბილიტირებული პარკი დაათვალიერა

access_time2021-09-14 22:20:00

ვაკის რაიონში მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


რეაბილიტირებული პარკი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაათვალიერა.



კახა კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ პარკს და დაიცვან ის ვანდალიზმისგან.



„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცის პროექტი დავასრულეთ. ეს სივრცე მთლიანად მოუწესრიგებელი იყო, პროექტის ფარგლებში კი სრულად განახლდა, მოწესრიგდა და გამწვანდა მოეწყო ბავშვებისთვის დასასვენებელი სივრცე, ატრაქციონები, განახლდა შადრევანი, რომელიც, ფაქტობრივად, განადგურებული იყო, ახლა კი ხედავთ, როგორი ლამაზია, განსაკუთრებით, როდესაც ბინდდება და მხატვრული მინათებები ფერს იცვლის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. ახლა მას სჭირდება გაფრთხილება. მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე ვიღებთ. ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ ვანდალიზმის ფაქტები მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.




პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 000 კვ. მ ფართობზე ჩატარდა. პარკში განახლდა საბავშვო მოედანი და საფეხმავლო ბილიკი, შეიცვალა პანდუსები და განთავსდა საბაღე ფურნიტურა. ამასთან, დამონტაჟდა სასმელი წყლის შადრევანი, სარწყავი და განათების სისტემა. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტირდა არსებული შადრევანი და მის მიმდებარედ დამატებით გამწვანებული თარგებიც მოეწყო, შესაბამისად, მწვანე არეალის მოცულობაც გაიზრდა.



მარშალ გელოვანის სახელობის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.



კახა კალაძესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები.







ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს

ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს
access_time2021-09-25 16:00:47
ყველა იმ ინსტრუმენტს შორის, რომელსაც მენეჯერები ბიზნესის საწარმოებლად იყენებენ, აზროვნება ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი ინფორმაციის დამუშავების ორ...

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
access_time2021-09-25 03:00:00
ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს. ...

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ  თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია
access_time2021-09-25 02:53:18
დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ქვეყნის გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ...

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში
access_time2021-09-24 17:55:02
საქართველოში ახალ როლს-როის ,,გოსთის“ ოფიციალური დებიუტი შედგა. თბილისში მედიისა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა უკვე გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი პირველი შთაბეჭდილებები ექსკლუზიური საღამოს განმავლობაში. „ახალი „გოსთი“დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული...

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-09-25 11:00:22
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა, ხოლო Brent-ის ტიპის ღირებულებამ სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია. Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0,13%-ით გაიზარდა და ბარელზე 77,35 აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,04%-ით გაიზარდა და ბარელზე 73,33 აშშ დოლარად ბარდება. OPEC+-ის 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე...


მსგავსი სიახლეები

up