კახა კალაძემ ისნის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა

კახა კალაძემ ისნის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა

access_time2017-09-07 19:18:27

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ისნის მოსახლეობას შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.

 

ისნის მაჟორიტარობის კანდიდატები „ქართული ოცნებიდან“ ილია ჯიშკარიანი, ნინო ლაცაბიძე და ლევან დავითაშვილი არიან.

 

„ეს ადამიანები მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საკრებულოში ყველა იმ პრობლემის გამზიარებელი იქნებიან, რომლებიც თქვენს რაიონში მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ კანდიდატების წარდგენისას.

 

შეხვედრაზე თბილისის მერობის კანდიდატმა ხაზი ეკოლოგიის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს გაუსვა და აღნიშნა, რომ ახალი გუნდი არამარტო არსებული პარკებისა და სკვერების მოწესრიგებაზე, არამედ ახალი რეკრეაციული ზონების შექმნაზეც იზრუნებს.

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და განახლება.

 

„ოთხი წლის განმავლობაში, მუნიციპალური ტრანსპორტის სრულიად განახლებას მოვახერხებთ. ძველი, ყვითელი ავტობუსები  ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებით ჩანაცვლდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არა მხოლოდ კომფორტული უნდა გახდეს, არამედ პოპულარულიც უნდა იყოს და პირველი ვიქნები, ვინც ამის პოპულარიზაციაში ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ძალიან მნიშვნელოვანია მეტროს განახლება-მოწესრიგება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ამაზე ვიმუშაოთ და მეტროს, როგორც ვაგონების განახლება, ასევე, მეტროსადგურების რეაბილიტაცია შევძლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


მისივე თქმით, ის პროგრამები გაგრძელდება, რომელსაც თბილისის მერია ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით ახორციელებს. 

 

„პირადად ჩემთვის  და ჩვენი გუნდისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. ყველა ის რეფორმა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა, ზუსტად ადამიანის კეთილდღეობაზე იყო ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე გაკეთდა, ბევრი რეფორმა და პროექტი განხორციელდა, თავს ნუ მოვიტყუებთ. ძალიან კარგად ვიცით, რომ ქვეყანაში, დედაქალაქში ბევრი პრობლემაა, მაგრამ თუ ერთად დავდგებით, ერთიანი ძალისხმევით ამ პრობლემების მოგვარებას შევძლებთ“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

 

მოქალაქეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე, რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატებმა მიმართეს და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

 

როგორც ილია ჯიშკარიანმა აღნიშნა, მხარდამჭერებმა ნდობა მას ოთხი წლის წინაც გამოუცხადეს და სწორედ ამ ნდობით და დიდი პასუხისმგებლობით ცდილობდა, საკრებულოში თითოეული მათგანის პრობლემა მიეტანა.

 

„რაიონში ბევრი რამ გაკეთდა და კეთდება დღესაც, მათ შორის, მიმდინარეობს ჩვენი 150 წლის სომხური თეატრის რეაბილიტაცია, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს“, - განაცხადა ჭიშკარიანმა.

 

მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები და კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია ისანში მომავალშიც გაგრძელდება.

 

ამომრჩევლებს სოციალური პრობლემატიკის მოგვარებას ჰპირდება მაჟორიტარობის კიდევ ერთი კანდიდატი ნინო ლაცაბიძე.

 

მისი თქმით, სოციალურად დაუცველებს დღემდე აქვთ საცხოვრისის, წყლისა და დენის პრობლემები და ეს რაიონში მთავარ გამოწვევად რჩება, რაზეც აქტიური მუშაობის დაწყებას გეგმავს.

 

„ერთია იცოდე, რა აწუხებს შენს უბანს, ქალაქს და მეორე - გქონდეს რეალური შესაძლებლობა, რომ ეს პრობლემები ღირსეულად გადაჭრა. სწორედ ამ შესაძლებობას მაძლევს „ქართული ოცნებ“ და თქვენთან ერთად, ამ გამოცხადებული ნდობით შევძლებ, რომ ეს რაიონი უფრო კომფორტული გახდეს“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

 

ისანში შეკრებილ მხარდამჭერებს მისასალმებელი სიტყვით ასევე, მიმართეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up