კახა კალაძემ გლდანის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა

კახა კალაძემ გლდანის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა

access_time2017-09-06 21:40:06

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გლდანის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.

 

გლდანის რაიონში მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებიდან“ ოთხი კანდიდატი - ოთარ გრიგოლია, შალვა ოგბაიძე, გულია გოცირიძე, ქეთევან ჯოხაძე იბრძოლებს.

 

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, დასახელებული კანდიდატები არიან ადამიანები, რომლებიც მათი ამომრჩევლის პრობლემებს მაქსიმალური მონდომებითა და გულისხმიერებით მოაგვარებენ.

 

„კომპეტენტურ, ენერგიულ და პროგრესულ გუნდთან ერთად მოვდივარ. თბილისი განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე უნდა გადავიყვანოთ. კარგად გააზრებული, კომპლექსური გადაწყვეტილებები და მათი ეფექტური აღსრულება არის საჭირო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი კარიერული წინსვლა სწორედ გლდანის რაიონიდან დაიწყო.

 

„ჩემი წარმატება ზუსტად ამ რაიონიდან და კონკრეტულად, ამ ადგილიდან - გლდანის მესამე მიკრორაიონიდან დაიწყო. სულ რაღაც 13 წლის ვიყავი, როდესაც სამტრედიიდან ჩამოვედი. არ მქონდა სახლი და ვცხოვრობდი აქ, გლდანში, მესამემიკრო რაიონში, მეოთხე კორპუსში, მამიდასთან. მინდა ამ რაიონს დღეს განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისი თქმით, გლდანში და ზოგადად, თბილისში არსებული პრობლემების მოგვარება ადვილი არ იქნება. 

 


„ჩვენს ქალაქში ცხოვრება გაუსაძლისი გახდება, თუ დროულად არ მოვაგვარეთ ეკოლოგიის პრობლემა, თუ არ მოგვარდა თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემა, თუ არ მოხდა მეტროსადგურების განახლება. ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს უჭირს, ბევრს სჭირდება სოციალური დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას და ამ მიმართულებით ადამიანების დახმარებას“, - განაცხადა, თბილისის მერობის კანდიდატმა და აღნიშნა, რომ პრობლემურ საკითხებს მერია, საკრებულო და ცენტრალური ხელისუფლება ერთად მოაგვარებენ.

 

კახა კალაძის თქმით, საგზაო და საკომუნიკაციო პრობლემების გარდა, გადაიჭრება იმ სტადიონების პრობლემაც, რომელიც კერძო საკუთრებაშია და მათ ადგილას მშენებლობა იგეგმება.

 

მერობის კანდიდატმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ სკვერებსა და მოედნებზე საცხოვრებელი კორპუსები არ აშენდება. მან ასევე, გლდანის რაიონში დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.

 

„მუხიანში მდებარეობს ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ვაპირებთ, რომ ამ ტერიტორიაზე ახალი რადიოქალაქი ავაშენოთ, რომელიც იქნება გლდანში, მუხიანში, ავჭალაში, ზაჰესში მცხოვრები ადამიანებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დასვენების ადგილი. ეს იქნება ადგილი, სადაც ყველა თაობის წარმომადგენელს ექნება შესაძლებლობა, კომფორტულ, სასიამოვნო გარემოში დაისვენოს. ამ ადგილას ავაშენებთ გამაჯანსაღებელ ცენტრს, ახალგაზრდებისთვის დასასვენებელ ადგილს, კაფე-ბარებს იმისთვის, რომ არა მარტო ამ რაიონში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ მთელი თბილისის მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მოვიდეს და დაისვენოს“, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ თბილისის დენდროლოგიური პარკის კეთილმოწყობაც მოხდება.

 

 

მხარდამჭერებს სიტყვით მაჟორიტარობის კანდიდატებმაც მიმართეს. ოთარ გრიგოლიას განცხადებით, საკუთარი თანამოქალაქეების პრობლემებსა და კეთილდღეობაზე მუშაობა მისთვის უდიდესი გამოწვევაა.

 

„ჩვენ გვაერთიანებს ქალაქის სიყვარული და ერთიანი საზრუნავი, რომელიც ამ ქალაქს აქვს. ამიტომ, წინ ვერაფერი დაგვიდგება“, - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა. 

 

გრიგოლიას თქმით, იმ გუნდთან ერთად, რომელსაც დღეს თავადაც წარმოადგენს, ყველა რესურს გამოიყენებს იმისთვის, რომ თბილისი და გლდანის რაიონი უკეთესი გახდეს.

 

ამომრჩევლებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს სიტყვით ასევე, შალვა ოგბაიძემ მიმართა.

 

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, სწორედ ახალგაზრდებმა, მომავალმა თაობამ უნდა აავსოს ქალაქი სიცოცხლით.

 

მაჟორიტარობის კანდიდატმა ყურადღება რაიონში უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ თუ სოციალურ პროექტებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ რაიონის ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარებას საკუთარ გუნდთან ერთად შეძლებს.

 

 



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up