დედაქალაქის მოსახლეობას ორწლიანი თანადგომისთვის კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა

დედაქალაქის მოსახლეობას ორწლიანი თანადგომისთვის კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა

access_time2019-11-13 13:29:01

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ორი წლის განმავლობაში, მათგან მხარდაჭერას გრძნობს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.



კახა კალაძის თქმით, ის თავისი უფლებამოსილების შესრულებას ზუსტად ორი წლის წინ, 13 ნოემბერს შეუდგა.



„დღეს 13 ნოემბერია. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვცა შესაძლებლობა, ვუხელმძღვანელოთ ქალაქს. ზუსტად 13 ნოემბერი იყო, როდესაც მერიაში ოფიციალურად შევედით და ჩვენს საქმიანობას შევუდექით. მე, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, ყველა თბილისელს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რასაც პირადად მე, ჩემი თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობთ. რა თქმა უნდა, ეს დამატებით გვაძლევს სტიმულს, რომ ჩვენს ქალაქს ვემსახუროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.




მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობა მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი ყველანაირად მოწესრიგებული იყოს.



„ჩვენ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. არსებობს პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა. ყველა დღე, ყველა საათი, ყოველი წუთი ჩვენი მოქმედებების, მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი მოწესრიგებული იყოს, ქალაქში გამართული ინფრასტრუქტურა გვქონდეს, იყოს ძალიან ბევრი მწვანე სივრცე, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, გვქონდეს უსაფრთხო ქალაქი. შესაბამისად, ჩვენ ამ შემართებით და მოტივაციით, ვემსახურებით თბილისს და თბილისელებს და დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება მომავალშიც. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ყველა თანამშრომელს, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.








რადიო „კომერსანტი“ მაუწყებლობას 14:00 საათიდან განაახლებს

რადიო „კომერსანტი“ მაუწყებლობას 14:00 საათიდან განაახლებს
access_time2021-07-27 12:55:29
თბილისის ანძაზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო რადიო „კომერსანტი“ მაუწყებლობას დღეს, 27 ივლისს, 14:00 საათიდან განაახლებს.

მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება

მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება
access_time2021-07-27 12:44:08
„იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს“, - აღნიშნული დავალება შესაბამის უწყებებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მისცა, რომელიც დღეს, 27 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამასთან, პრემიერის დავალებით, მოკლე ვადებში განხორციელდება სათანადო ღონისძიებები, რათა ვაქცინებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა,...

ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 17 პაციენტი

ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 17 პაციენტი
access_time2021-07-27 10:55:42
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 1...

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო
access_time2021-07-27 09:50:15
კოვიდპანდემიის გაუარესებული სურათის ფონზე, ვაქცინაციის ტემპი სასურველ ნიშნულს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ვირუსთან ბრძოლის უმთავრესი იარაღი კი მასობრივი ვაქცინაციაა. „ირაომ“ ვაქცინაციის წახალისების გადაწყვეტილება მიიღო. სადაზღვევო კომპანიის დირექტორთა საბჭოსა გადაწყვეტილებით, ის თანამშრომლები, რომლებიც 26 ივლისიდან 1 სექტემბრამდე წარმოადგენენ პირველი აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენენ, შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ საჩუქარი...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-26 21:00:16
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლოქდაუნი არ იქნება – მთავრობა პანდემიის ეფექტიანი მართვის გზას ირჩევს „მე მინდა ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, ბევრია საუბრები ბოლო დროს და კითხვებიც დაისვა, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ.  მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა - ეს არის მართვის...


მსგავსი სიახლეები

up