კახა კალაძემ ჩიქოვანის ქუჩაზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ მოწყობილი სკვერი დაათვალიერა

კახა კალაძემ ჩიქოვანის ქუჩაზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ მოწყობილი სკვერი დაათვალიერა

access_time2018-12-11 17:18:10

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჩიქოვანის N16-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ მოწყობილი სკვერი დაათვალიერა.

როგორც კახა კალაძე ამბობს, ძველი ავტოფარეხების ადგილზე, დასასვენებელი სივრცე მოსახლეობის მხარდაჭერითა და თანადგომით მოეწყო. მისივე თქმით, თბილისის მერიას ანალოგიური მიდგომა ექნება ყველა იმ ადგილთან მიმართებაში, სადაც ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდება.

„ყველა ვხედავთ, რა ლამაზი სკვერი მოეწყო იმ ძველი, უსახური ავტოფარეხების ადგილზე, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ადგილობრივებისთვის და შეუფერებელი იყო გარემოსთვის. მათი დიდი ნაწილი უკანონოდ იყო დადგმული. ეს მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენ საბურთალოს რაიონის გამგეობასთან ერთად განვახორციელეთ. ეს გახდა ადგილი, სადაც ადამიანებს ნებისმიერ დროს ექნება შესაძლებლობა, პატარებთან ერთად მოვიდნენ და ზაფხულის ცხელ დღეებში მწვანე სივრცეში დაისვენონ. სხვათა შორის, ამ პროექტს დიდი გამოხმაურება მოყვა, თითქმის ყველა რაიონში ხდება ანალოგიური ქმედებები. მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო მოსახლეობას, გვერდით დაგვიდგნენ. ეს ყველაფერი ისევ მათთვის და მათი შვილებისთვის კეთდება. ყველა თეთრის დახარჯვის პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერია და გამგეობები იღებენ. არანაირი ხარჯი მათ არ მოუწევთ, ამ პროექტებს ჩვენ განვახორციელებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე განახლდა საბავშვო გასართობი მოედანი, სადაც დაიგო კაუჩუკის საფარი, სკვერში მოეწყო თანამედროვე საბაღე ფურნიტურა, დამონტაჟდა სხვადასხვა ატრაქციონი და განათების სისტემა; სკვერის ტერიტორია სხვადასხვა ხე-მცენარით გამწვანდა, საფეხმავლო ბილიკები კი ფილებით მოპირკეთდა. საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ასფალტის ახალი საფარი დაიგო.


ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 30-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. სკვერის პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 56410 ლარით დაფინანსდა.

თბილისის მერთან ერთდ ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში ლევან გოგიჩაიშვილი და ვახტანგ შაქარიშვილი.






საბანკო რეგულაციები შესაძლოა შერბილდეს - პრემიერი ანალიტიკოსების დასკვნას ელოდება

საბანკო რეგულაციები შესაძლოა შერბილდეს - პრემიერი ანალიტიკოსების დასკვნას ელოდება
access_time2019-03-20 23:27:24
„პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღებიდან ვფიქრობ, არ გასულა საკმარისი დრო, რომ დასკვნები გავაკეთოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “ფეისბუქლაივში”...

ყაზახეთში ოპერაცია „მემკვიდრე“ დაიწყო

ყაზახეთში  ოპერაცია „მემკვიდრე“ დაიწყო
access_time2019-03-20 20:30:32
ყაზახეთის უცვლელი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის გადადგომასთან დაკავშირებით ბოლო წლებია აქტიურად საუბრობენ. ეს თემა აქტუალური განსაკუთრებით  2019 წლის თებერვალში გახდა, როდესაც მან საკონსტიტუციო საბჭოს პრეზიდენტის ნებაყოფლობითი გადადგომის პროცედურის განმარტებასთან დაკავშირებით მიმართა. პროცესი კი  ბევრად უფრო დიდი ხნის წინ დაიწყო - ჯერ კიდევ 2010 წელს, როდესაც ყაზახეთში მიღებულ იქნა კანონი ეროვნული ლიდერის - ელბასის - თაობაზე,...

სპა-კურორტების განსავითარებლად საქართველოში ყველანაირი ბუნებრივი პირობაა და ამის არგამოყენება დიდი დანაშაულია

სპა-კურორტების განსავითარებლად საქართველოში ყველანაირი ბუნებრივი პირობაა და ამის არგამოყენება დიდი დანაშაულია
access_time2019-03-20 18:30:00
საქართველოს მასშტაბით 2000-ამდე მინერალური და სამკურნალო წყლის რესურსი არსებობს, რომლებიც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების მოგვარების საუკეთესო და ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა. წყალტუბო, შოვი, ახტალა, აბასთუმანი, ურეკი - ეს ის კურორტებია, რომლებიც სპა-ტურიზმის განვითარებისთვის მთავარი რესურსია, თუმცა როგორც  „საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ია თაბაგარი „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, ეს მიმართულება ქვეყანაში ძალიან ნაკლებად არის...

Instagram-ის ახალი ფუნქცია - ნივთების შეძენა პირდაპირ აპლიკაციიდან იქნება შესაძლებელი

Instagram-ის ახალი ფუნქცია - ნივთების შეძენა პირდაპირ აპლიკაციიდან იქნება შესაძლებელი
access_time2019-03-19 19:30:55
Instagram-ი შოპინგის მოყვარულთ სიახლეს სთავაზობს - სოციალური პლატფორმა მომხმარებელს პროდუქტების შეძენისა და შეკვეთების განხორციელების საშუალებას აძლევს. ფუნქცია ყველაზე ადრე აშშ-ში იქნება ხელმისაწვდომი 20 ცნობილი ბრენდისთვის, მათ შორისაა H&M, Kyle cosmetics, Nike, Warby Parker და Zara. კომპანიის განცხადებით, სხვა ბრებდების დამატება უახლოეს თვეებში იგეგმება. „ Instagram-ი არის ადგილი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარ თავს მეტი...

ანა დოლიძე: საბოლოოდ, მივალთ იქამდე, რომ ნელ-ნელა მოხდება საქართველოს უზბეკიზაცია

ანა დოლიძე: საბოლოოდ, მივალთ იქამდე, რომ ნელ-ნელა მოხდება საქართველოს უზბეკიზაცია
access_time2019-03-20 19:30:00
„ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებდა, რა მოუვიდა სასამართლო ხელისუფლებას, სანამ ეს არ გახდა პოლიტიკურად მოგებიანი, მაგრამ სასამართლო სისტემასთან ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. გამორიცხულია, არ გავჩერდებით და ეს არ იქნება ხავერდოვანი პროცესი. პროტესტის ყველა ფორმას მივმართავთ, რათა სასამართლოში არ დაინიშნონ კლანის წევრები“, — აცხადებს იუსტიციის უმაღლესი...


მსგავსი სიახლეები

up