ბიზნესსექტორს კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა პროექტში ჩართულობისკენ მოუწოდა

ბიზნესსექტორს კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა პროექტში ჩართულობისკენ მოუწოდა

access_time2019-10-23 12:32:16

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თბილისის მერიის ინიციატივით დაგეგმილ საახალწლო თუ სხვა კულტურულ პროექტებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.   

 

ქალაქის სასიკეთოდ აქტიური თანამშრომლობის მიზნით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია კახა კალაძემ მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას დაავალა. 

 

„საახალწლო ღონისძიებების ჩატარების პროცესში  ჩვენ ყოველთვის გვაქვს კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან  და მათი  აქტიური ჩართულობით არაერთ საინტერესო ღონისძიებას ვახორციელებთ. წელსაც ნაადრევად მინდა მივმართო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ვისაც ამის სურვილი ექნება, ჩაერთონ სხვადასხვა ღონისძიებაში. ჩვენ მათ მივცემთ ამის შესაძლებლობას და ურთიერთთანამშრომლობით ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობასა და სტუმრებს. მინდა, სოფიო ხუნწარიას დავავალო, დაიწყოს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან,  ეს იქნება სკვერების მოწყობა თუ კონცერტებში ჩართულობა. უკვე არის გარკვეული ინტერესი ბიზნესსექტორის მხრიდან, რომ მონაწილეობა მიიღონ მსგავს პროექტებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.


 

მისივე თქმით, 2021 წლიდან თბილისს ასევე, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი ექნება.

 

„ამასთან დაკავშირებით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სურვილი აქვთ,  მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში. ჩვენ უნდა გვქონდეს აქტიური კომუნიკაცია მათთან, რომ ერთობლივად შევძლოთ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება“, - განაცხადა  კახა კალაძემ.






საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 11 248 ტესტი ჩატარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 11 248  ტესტი ჩატარდა
access_time2021-01-24 10:57:00
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 248 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 979 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 269 PCR...

საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს მიმართავს

საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს მიმართავს
access_time2021-01-24 09:30:35
საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს. მიმართავაში ნათქვამია, რომ უნდა გადაიხედოს შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრის“ სატარიფო...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 267 ტესტი ჩატარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 267 ტესტი ჩატარდა
access_time2021-01-23 10:59:33
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 267 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 855 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 412 PCR ტესტით. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 998 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 252...

სილქფესტი უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას თავაზობს მომხმარებლებს

სილქფესტი  უქმეებზე  ულიმიტო  ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას თავაზობს მომხმარებლებს
access_time2021-01-23 09:45:41
„სილქფესტი“ ორი დღით, 23 და 24 იანვარს, მობილური ქსელის მომხმარებლებს ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პირობების 4 აქციას შეთავაზებს: • ულიმიტო ინტერნეტი 30 დღით - 19 ლარად - კომბინაციით *019# • ულიმიტო ინტერნეტი 14 დღით - 10 ლარად - კომბინაციით *019# • ულიმიტო სასაუბრო - 10 ლარად - 30 დღით- კომბინაციით *202# • პაკეტი „მეტი უსასრულო+“ 35 ლარის...

Forbes.ge: ტრამპის გოლფის კომპლექსებს ევროპაში მძიმე პერიოდი აქვს

Forbes.ge: ტრამპის გოლფის კომპლექსებს ევროპაში მძიმე პერიოდი აქვს
access_time2021-01-24 14:00:58
გასულ წელს დონალდ ტრამპის ევროპაში მდებარე გოლფის კომპლექსების შემოსავლები 60%-ზე მეტით შემცირდა. ამის შესახებ Forbes-ი წერს.ტრამპის გოლფის მოედნები ევროპაში უკვე წლებია კრიზისშია. ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს გოლფის კლუბებმა დაახლოებით $90 მლნ იზარალა. თუმცა, მათ ისეთი კრიზისული წელი არასოდეს ჰქონიათ, როგორიც 2020 წელი იყო. ევროპაში მდებარე ტრამპის უძრავმა ქონებამ დაახლოებით 63%-იანი კლება განიცადა შემოსავლებში.შოტლანდიაში მდებარე Trump Turnberry-ის...


მსგავსი სიახლეები

up