თბილისის მერმა კახა კალაძემ 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
დედაქალაქის მერი პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე, სადაც 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„9 აპრილი არის დღე, რომელმაც ტრაგიკული ფურცელი ჩაწერა საქართველოს ისტორიაში. 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა და ერთობის სიმბოლოდ იქცა. 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მოგვიტანა დამოუკიდებლობა და ამ ყველაფრისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს თბილისის მერის მოადგილეებმა.