კახა კალაძე: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს და ეს ფერდი უსაფრთხო იყოს

კახა კალაძე: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს და ეს ფერდი უსაფრთხო იყოს

access_time2021-04-07 12:50:00

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში თბილისის მერია პირველივე დღიდან შესაბამის ღონისძიებებს ატარებს და საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას აწვდის. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.



თბილისის მერმა მეწყრულ ზონაში საპრევენციო სამუშაოებში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.



„ბოლო პერიოდში დედაქალაქისთვის ბევრი კარგი პროექტის ინიცირება მოხდა, თუმცა არსებობს გამოწვევები. იცით, რომ ვაშლიჯვრის ფერდზე არის მეწყრული ზონა. მინდა, ანგარიში ჩავაბარო მოსახლეობას, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა და რის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენდა სამწუხაროდ, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია, დათესონ პანიკა და ა.შ. ჩვენ საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს და ყოველდღიურად ვცდილობთ, სრულყოფილი ინფორმაცია გავავრცელოთ. აღნიშნულ ფერდზე რამდენიმე ათეული წელია არსებობს ეს პრობლემა. პირველ რიგში, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი. პრობლემის მოგვარებაში დროულად ჩაერთნენ გერმანელი ექსპერტები. ამ ჯგუფში შედიან დარგის სპეციალისტები გარემოს ეროვნული სააგენტოდან, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან. მინდა, ყველა ადამიანს მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.




რაც შეეხება უშუალოდ საპრევენციო ღონისძიებებს, დედაქალაქის მერის თქმით, ტერიტორიაზე 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის ევაკუაციის გეგმაც მომზადებულია.



„16 მარტს, როდესაც საფრთხე დავინახეთ, გზა გადაიკეტა, მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ოპერატიულად დავიწყეთ მეწყრული ზონის 24-საათიანი მონიტორინგი, რათა დეფორმაციის ხასიათსა და დინამიკაზე დაკვირვება გვეწარმოებინა. გასულ კვირას უკვე დავამონტაჟეთ მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც უფრო ზუსტი დაკვირვებისა და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობას იძლევა. ასევე, შესაბამისი უწყებების მიერ, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შემუშავებულია საევაკუაციო გეგმა. რა თქმა უნდა, საჭირო არ არის, თუმცა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევისთვის, ეს გეგმა გვაქვს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს. რაიმე საფრთხე თუ იქნებოდა, პირველები ჩვენ გადავდგამდით კონკრეტულ ნაბიჯებს. აქაც ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაციები, პანიკის დათესვა, რომ აუცილებელი იყო მოსახლეობის ევაკუაცია. ეს ყველაფერი მათ ნამუსზე იყოს, ვინც ამ განცხადებებს აკეთებდა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.



კახა კალაძის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაჭავარიანის ქუჩის ფერდი უახლოეს მომავალში უსაფრთხო გახდეს და საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნას.



„მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისთვის შევისყიდეთ კვლევა-პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების მომსახურება, რომელსაც კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ გვაწვდის. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება მსგავსი ტიპის ზონებში მუშაობის, მათ შორის, წყნეთი-ბეთანიის გზაზე, სადაც მათთან ერთად ჩართული იყვნენ უშუალოდ ის გერმანელი სპეციალისტები, ვინც დღეს გვეხმარებიან ვაშლიჯვრის ფერდის პრობლემის მოგვარებაში. ასევე, აღნიშნული კომპანია და გერმანელი ექსპერტები ჩართულები არიან შეშელიძის ქუჩაზე მეწყრული ფერდის პრობლემის მოგვარებაში, სადაც სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. ამჟამად, ფერდის სტაბილიზაციისა და მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის, ყველა გადაუდებელი ღონისძიება ტარდება. კერძოდ, ზედა ნაწილში მიმდინარეობს ცემენტიზაცია, რათა მეწყრის გადაადგილება შემცირდეს. ასევე, ეწყობა დროებითი გზები, რათა სამუშაოების მომდევნო ეტაპზე გატარდეს მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მაჭავარიანის ქუჩის უსაფრთხოებას და მოძრაობის აღდგენას. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს და ეს ფერდი უსაფრთხო იყოს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.







Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი
access_time2021-04-23 09:55:25
Galaxy A სერია წლების განმავლობაში ინარჩუნებს ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი სმარტფონის სტატუსს სამსუნგის ბიუჯეტური მოდელების კატეგორიაში; დღეს მინდა დეტალურად გაგაცნოთ Galaxy A52, რომელიც სამსუნგმა 2021 წლის მარტში წარუდგინა მსოფლიოს;   Galaxy A52 აღჭურვილია თანამედროვე უსაზღვრო O ტიპის 6.5’’ ინჩიანი, FHD+ რეზოლუციის Super  AMOLED ეკრანით. A52-ის ეკრანის ყველაზე შთამბეჭდავი პარამეტრი მისი განახლების სიხშირეა. A52-ს 90 ჰერციანი ეკრანი აქვს და გადმოსცემს დინამიურ და გლუვ...

ტვირთბრუნვის 7.3%-იანი ზრდის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა პოტენციალის მხოლოდ 1/3-ს იყენებს

ტვირთბრუნვის 7.3%-იანი ზრდის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა პოტენციალის მხოლოდ 1/3-ს იყენებს
access_time2021-04-23 10:00:58
დიდი ვარდნის შემდეგ საქართველოში სარკინიგზო გადაზიდვებში ზრდა ფიქსირდება. 2021 წლის პირველ კვარტალში რკინიგზით 2.917 მლნ ტონა ტვირთი გადაიზადა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3%-ით მეტია. კიდევ უფრო მეტად, 14%-ით 86.9 მლნ-მდე გაიზარდა სატვირთო გადაზიდვებით მიღებული შემოსავალი. 2012 წელს რკინიზის ტვირთბრუნვა 20.1 მლნ ტონას შეადგენდა. 2018 წელს ის 10 მლნ ტონამდე შემცირდა. 2019 წელს 8 წლიანი მუდმივი კლების შემდეგ ბრუნვა 8%-ით 10.8 მლნ ტონამდე...

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა
access_time2021-04-22 20:00:21
გლობალურმა ეკონომიკამ შესაძლოა 2050 წლისთვის მსოფლიოს შემოსავლების მეხუთედი დაკარგოს, თუ კლიმატის ცვლილების შესწავლის პროგრამამ კრახი განიცადა. განსაკუთრებული რისკის ქვეშ აზია იმყოფება - კვლევა  Swiss Re-მ გამოაქვეყნა.   მოხსენება, რომელიც ინსტიტუტმა გაავრცელა, ხაზს უსვამს, რომ შემოსავალი შესაძლოა 18 პროცენტით დაბალი იყოს ვიდრე მსოფლიოში, სადაც კლიმატის ცვლილება არაა მოსალოდნელი.   აღმოჩნდა, რომ თუ პარიზის შეთანხმების...

რუსეთ-ჩეხეთის კრიზისი - დააწესებს თუ არა რუსეთი ჩეხურ ლუდზე ემბარგოს?!

რუსეთ-ჩეხეთის კრიზისი - დააწესებს თუ არა რუსეთი ჩეხურ ლუდზე ემბარგოს?!
access_time2021-04-22 19:00:26
რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის „ფხიზელი რუსეთის“ წევრმა სულთან ჰამზაევმა რუსული რადიოსადგურის ეთერში ჩეხური ლუდის აკრძალვის აუცილებლობაზე ისაუბრა, ეს ყველაფერი კი ჩეხეთის ქმედებების პასუხად.   მისი აზრით ასეთ შემხთევვაში ჩეხეთის პოლიტიკური ჯგუფები გაიაზრებენ, რომ მათი განცხადებები შეიძლება ეკონომიკური შედეგების მომტანი იყოს მთელი ქვეყნისთვის. ჰამზაევის თქმით, რუსები შეძლებენ სასმლის გარეშე არსებობას , ხოლო აკრძალვა კი მოსახლეობაში ალკოჰოლის პოპულარობას...

22 აპრილი - რეგიონში თურქული ლირა ყველაზე მეტად გაუფასურდა

22 აპრილი - რეგიონში თურქული ლირა ყველაზე მეტად გაუფასურდა
access_time2021-04-22 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 22 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 22 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 23 აპრილისთვისაა) ეროვნული...


მსგავსი სიახლეები

up