კახა კალაძე - ყველა რაიონში შეგვიძლია გავიაროთ და ვნახავთ რეაბილიტირებულ სკვერებს და პარკებს, რომლებიც სავსეა ადამიანებით

კახა კალაძე - ყველა რაიონში შეგვიძლია გავიაროთ და ვნახავთ რეაბილიტირებულ სკვერებს და პარკებს, რომლებიც სავსეა ადამიანებით

access_time2021-09-16 12:20:00

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საზოგადოებას გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში სამომავლოდ განსახორციელებელი ძირითადი პროგრამები წარუდგინა.


როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, მისი წინასაარჩევნო სლოგანი „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“ სწორედ მეტ რეკრეაციულ სივრცეს და საზოგადოებისთვის შექმნილ კომფორტულ გარემოს გულისხმობს.


„რა არის მეტი სიცოცხლე?! - მეტი მწვანე სივრცე, მეტი პარკი, მეტი სკვერი, მეტი განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მეტი ხელმისაწვდომობა მასზე, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი ყველა უბანში, ყველა რაიონში, ყველა ქუჩაზე, მეტი საბავშვო ბაღი იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა შეძლონ ნორმალურ პირობებში განათლების მიღება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აუცილებლად გავაკეთებთ, აუცილებლად შევასრულებთ და ამის თქმის უფლებას მაძლევს ჩვენი გაკეთებული საქმეები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ასე რომ, მომდევნო ოთხი წელი ქალაქისთვის იქნება აღმშენებლობის და განვითარების წლები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში გარემოსდაცვითი მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.



„ახალი პარკები, სკვერები, მათი განახლება-რეაბილიტაცია. ყველა რაიონში შეგვიძლია გავიაროთ და ვნახავთ რეაბილიტირებულ სკვერებს, რეაბილიტირებულ პარკებს, რომლებიც სავსეა ადამიანებით. ძალიან მახარებს ეს ტენდენცია და ის, რომ საპარკო კულტურა შემოვიდა დედაქალაქში. ამ რეაბილიტირებულ პარკებში ყველა ასაკის ადამიანისთვის არის განსაზღვრული შესაბამისი სივრცე, სადაც შეუძლიათ დაისვენონ, გაერთონ, ივარჯიშონ, განიტვირთონ.


რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, რაც გავაკეთეთ, ძალიან კარგია, მაგრამ საზოგადოებას აინტერესებს, რას გავაკეთებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, როგორი იქნება ჩვენი ხედვა, რა კონკრეტული პროექტები განხორციელდება პარკების სკვერების, რეკრეაციული სივრცეების მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში, რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობები არ განხორციელებულა და არც მომავალში განხორციელდება.


„პირიქით, სადაც ვნახულობთ სივრცეებს რაიონებში, უბნებში, ყველგან ვცდილობთ შევქმნათ რეკრეაციული ზონები, ყველგან მოვაწესრიგოთ სკვერები და განვაახლოთ პარკები. ეს მიდგომა იქნება ჩვენი მხრიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up