კახა კალაძე - ყველა პირობა შეიქმნება, რომ სამომავლოდ, პარკირების მომსახურება მუნიციპალური სამსახურის მიერ განხორციელდეს

კახა კალაძე - ყველა პირობა შეიქმნება, რომ სამომავლოდ, პარკირების მომსახურება მუნიციპალური სამსახურის მიერ განხორციელდეს

access_time2017-09-04 21:38:41

ყველა პირობა შეიქმნება იმისთვის, რომ სამომავლოდ, პარკირების მომსახურება უშუალოდ მუნიციპალური სამსახურის მიერ განხორციელდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში, ქალაქის განვითარების პროგრამული ხედვის პრეზენტაციაზე, სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.


კალაძის თქმით, ამუშავდება ჯარიმების სამართლიანი სისტემაც. ”საცობების განტვირთვის მიზნით, ამუშავდება სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მუდმივ რეჟიმში მოხდება თბილისის ქუჩების მონიტორინგი, გადატვირთული წერტილების გამოვლენა და მათი გადაჭრის ოპტიმალური გზების დასახვა. 



გარდა ამისა, განხორციელდება მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები. მოწესრიგდება პარკირება და მოეწყობა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგები, ამუშავდება ჯარიმების სამართლიანი სისტემა. მერიას ამ მიმართულებით სამუშაოები ჩატარებული აქვს და სრული სურათი გვაქვს, თუ რამდენი მიწისქვეშა პარკინგი უნდა განხორციელდეს. არჩევნების შემდეგ აუცილებლად დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. ყველა პირობა შეიქმნება, რომ პარკირების სისტემა უშუალოდ მუნიციპალური სამსახურის მიერ განხორციელდეს”, - განაცხადა კახა კალაძემ.




მერია რესტორნებსა და კლუბებს ღია სივრცეებს უსასყიდლოდ დაუთმობს

მერია რესტორნებსა და კლუბებს ღია სივრცეებს უსასყიდლოდ დაუთმობს
access_time2020-07-15 12:19:11
კულტურის სფეროში არსებული კრიზისის დასაძლევად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა აღნიშნული სფეროს დაფინანსებას ზრდის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მისი თქმით, გაფართოვდა შემოქმედებითი ინდუსტრიების ჩამონათვალიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დარგის მდგრადი განვითარებისთვის შესაძლებელი გახდება, საკონკურსო პროექტის ფარგლებში, ხელოვანების საქმიანობისთვის საჭირო მოწყობილობების დაფინანსება.   „ჩვენ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

ივნისში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა

ივნისში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა
access_time2020-07-15 11:00:57
უძრავი ქონების სერვისების გლობალურმა კომპანია Colliers international Georgia-მ  პანდემიამდე, პანდემიის პერიოდსა და რეაბილიტაციის ეტაპზე უძრავი ქონების ტრანზაქციების კვლევა ჩაატარა. როგორც კვლევაში ჩანს, თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების მაჩვენებელი მარტის პირველივე კვირიდან დაიწყო, ტრანზაქციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი აპრილის ბოლო კვირას დაფიქსირდა. 6 მაისიდან, როდესაც იუსტიციის სახლები სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ, ბინების ტრანზაქციების...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს
access_time2020-07-15 10:00:20
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...


მსგავსი სიახლეები

up