კახა კალაძე „ყაზტრანსგაზზე“: ჩემი შემოსავლები არასდროს დამიმალავს

კახა კალაძე „ყაზტრანსგაზზე“: ჩემი შემოსავლები არასდროს დამიმალავს

access_time2019-01-21 09:30:02

თბილისის მერმა კახა კალაძემ "იმედი LIVE"-ის პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ უარყო კომპანია "ყაზტრანსგაზის" მიმართ მისი ბიზნესინტერესების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია და სპეკულაციები.


კახა კალაძემ ამ კონტექსტში "ნაციონალურ მოძრაობასთან" მისი უპირატესობები დაასახელა:


"ეს არის ჩემი პატიოსნება. არაფერი არ მაქვს დასამალი. რაც გამიკეთებია და შემიქმნია, ყველაფერი დეკლარირებული მაქვს, ამას კანონი მავალდებულებს. თუ რამეს ვიყიდდი, არც ეს მაქვს დასამალი, რატომ დავმალავდი? მაქვს შესაძლებლობები და ღმერთმა მომცა იმის შანსი, რომ წლების განმავლობში მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ვყოფილიყავი. ასევე იმის ნიჭიც და ინტელექტიც გამაჩნია, როგორ მიმემართა ეს თანხები ჩემი სპორტული მოღვაწეობის დასრულების შემდეგ, რომ მეცხოვრა და ჩემს შვილებს პრობლემები არ ჰქონდეთ. სიკეთის მეტი არაფერი მიკეთებია, რაც შემიძლია ყველას ვეხმარები და ხელს ვუწყობ.



მეორე, რაც ამ ადამიანებთან უპირატესობას მანიჭებს ის არის, რომ როდესაც შეკითხვა ისმევა, გამოვდივარ და მას პასუხს ვცემ. რატომ უნდა დავიმალო, როდესაც თეთრზე ამბობენ შავს. და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რომელიც მათთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის განწყობა და დამოკიდებულება ჩემ მიმართ. სიყვარული, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ. ეს არის ურთიერთობა, რომელსაც მე წლების განმავლობაში ვაშენებ და ვუფრთხილდები როგორც საკუთარ ოჯახს", - განაცხადა კახა კალაძემ.


კახა კალაძის თქმით, რაც ქვეყანში კარგი კეთდებოდა ის ამით ამაყოფდა, თუმცა ასევე საუბრობდა ისეთ საკითხებზე, რაც მაშინდელ ხელისუფლებას არ სიამოვნებდა.


imedinewss





კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...

„ქვეყანას დასჭირდება დახმარება უცხოეთიდან, ამის გარეშე ამ პრობლემებს ვერ მოვერევით“

„ქვეყანას დასჭირდება დახმარება უცხოეთიდან, ამის გარეშე ამ პრობლემებს ვერ მოვერევით“
access_time2020-04-05 14:00:43
„ქვეყანას დასჭირდება დახმარება უცხოეთიდან, ამის გარეშე ამ პრობლემებს ვერ მოვერევით“ - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“...

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს
access_time2020-04-04 16:25:37
...


მსგავსი სიახლეები

up