კახა კალაძე – „ხელისუფლების ძალისხმევით ხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება“

კახა კალაძე – „ხელისუფლების ძალისხმევით ხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება“

access_time2020-10-09 13:20:01

„ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მივესალმები პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს, მეუფეს, სასულიერო პირებს, ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ დღეს აქ მობრძანებისთვის. მინდა დღევანდელი გამოსვლა დავიწყო მოლოცვით და სრულიად საქართველოს, ქართველ გულშემატკივარს მივულოცო საქართველოს ეროვნული ნაკრების გუშინდელი ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. მოხარული ვარ, რომ დღეს, თქვენ წინაშე ამ ულამაზეს და გამორჩეულ მხარეში ვიმყოფები, სადაც მშრომელი, თავის სამშობლოზე, ქალაქზე, მხარეზე შეყვარებული ადამიანები ცხოვრობენ“ – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, ონში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


„ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქალაქი საქართველოში ტოლერანტობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია, რაც როგორც პირადად ჩემთვის, ისე ნებისმიერი ადამიანისთვის განსაკუთრებით დასაფასებელი და საპატივცემულოა.


ონის მუნიციპალიტეტი, როგორც მთლიანად თქვენი საოცარი მხარე, გამორჩეულია უნიკალური ბუნებითა და სამზარეულოთი, რაც ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარების კარგი წინაპირობაა. რასაკვირველია, ჩვენი ხელისუფლება კვლავაც აქტიურად გააგრძელებს ადგილობრივების მხარდაჭერას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.


ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და მომავალშიც მიექცევა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც როგორც უშუალოდ თქვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების, ისე მთელი რეგიონის ინტერესშია.



მოგეხსენებათ, ხელისუფლების ძალისხმევით ხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. ეს 55-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის სამუშაოები მიმდინარეობს, მომდევნო წელს დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში.


დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი დამეთანხმება, რომ 2012 წლიდან, მასშტაბური ინფრასტრუქტურული, გარემოსდაცვითი პროექტების და ტურიზმის განვითრების პარალელურად, დიდი ყურადღება ექცევა რეგიონში სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარებას. სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით არაერთმა თქვენგანმა ისარგებლა ჩვენს ქვეყანაში და ამ მიმართულებით მუშაობა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.


ძალიან მსიამოვნებს, როდესაც დავდივართ რეგიონებში და ვხედავთ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით წარმოდგენილი პროგრამებით სარგებლობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ხორციელდება სხვადასხვა სახის პროექტები. ბუნებრივია, მიღწეული წარმატებების კვალდაკვალ არსებობს გამოწვევები, რომელიც ჩვენს წინაშე დგას და რომელთა დაძლევაც ჩვენი გუნდის პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში თითოეული თქვენგანის ჩართულობა და როლი მნიშვნელოვანია.


მჯერა, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას და პრობლემას, რომელიც ონის მუნიციპალიტეტს, ზოგადად ამ რეგიონს აწუხებს და ქვეყანაშია. არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუ როგორ შეგვიძლია 2012 წლიდან, ერთიანი ძალისხმევით მივაღწიოთ მნიშვნელოვან გამარჯვებას.


31 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები. ეს გეხებათ როგორც თქვენ, აქ მცხოვრებ ადამიანებს, ისე სრულიად საქართველოს. მჯერა, 31 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ეს იქნება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო.


ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ – განაცხადა კახა კალაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up