კახა კალაძე – „ხელისუფლება რეალურად ზრუნავს ადამიანზე და ჩვენთვის ყველაზე მთავარი მამოძრავებელი გახლავთ ადამიანი“

კახა კალაძე – „ხელისუფლება რეალურად ზრუნავს ადამიანზე და ჩვენთვის ყველაზე მთავარი მამოძრავებელი გახლავთ ადამიანი“

access_time2020-10-17 12:59:07

მოხარული ვარ, რომ დღეს მაქვს საშუალება, წარვდგე ადამიანების წინაშე, რომელთაც განსაკუთრებით უყვართ თავიანთი საკუთარი მხარე, ქვეყანა და განსაკუთრებული როლი აქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და წინსვლაში. თქვენი ულამაზესი მხარე პირველსავე ჯერზე ახერხებს, აღაფრთოვანოს სტუმარი. ადამიანს, ყოველი შემდეგი ვიზიტის შემდეგ უფრო და უფრო უყვარდება ეს კუთხე - სამეგრელო, რომლის ერთ -ერთი თვალსაჩინო მარგალიტი წალენჯიხაა, ადგილი, რომელიც უკვე საუკუნეებია უდიდეს ისტორიას ინახავს“ – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ წალენჯიხაში, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე მოწერელიას წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



აქ, ამ ტერიტორიებზე ადამიანები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდნენ, შუა საუკუნეებში კი წალენჯიხა სამეგრელოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრად იქცა. ეს ნათლად მიანიშნებს, ამ ქალაქის როლზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.



რა თქმა უნდა, საამაყოა უდიდესი წარსული, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს აწმყო და მომავალი, რომელიც ყველამ ერთად, ერთიანი მუშაობით უნდა შევქმნათ. თითოეულ თქვენგანს კარგად ახსოვს, რომ სულ რაღაც ათიოდე წლის უკან წალენჯიხა, ისევე როგორც მთელი საქართველო, ერთ დიდ უძრაობის ჭაობში იყო ჩაძირული. არათუ განვითარება იყო შეფერხებული, არამედ ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მთელი სახელმწიფო რესურსი კი ერთი ადამიანის გარემოცვის ინტერესების დაკმაყოფილებას ხმარდებოდა. ეს ყველაფერი 2012 წლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.




ხელისუფლება რეალურად ზრუნავს ადამიანზე და ჩვენთვის ყველაზე მთავარი მამოძრავებელი გახლავთ ადამიანი. ასევე, საზოგადოების კეთილდღეობის ზრდაზეა ორიენტირებული ჩვენი ყოველდღიური ქმედებები და გადადგმული ნაბიჯები.



ყველაზე უკეთ თქვენ იცით, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა სოფლის მეურნეობის განვითარებას, არსებობს ბევრი საინტერესო პროგრამა, რომლის გამოყენება შეუძლია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.



2012 წელს, როდესაც ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, მთელი სოფლები გვაქვს ფეხით შემოვლილი სამეგრელოში და კარგად მახსოვს თვალცრემლიანი მშობლები, რომლებსაც ელემენტარული იმის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რომ თავიანთ შვილებს წიგნებიდან მიეღოთ განათლება. ქსეროქსზე გადაღებული ფურცლებიდან სწავლობდნენ პატარები. დღეს, როდესაც ჩვენი შვილები მიდიან სკოლებში, მათ სახელმძღვანელოები მერხებზე დალაგებული ხვდებათ, ყველანაირი გადასახადის გარეშე.



თუმცა ამ წინგადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, არსებობს გამოწვევები პრობლემები, რომელზეც ჩვენ საუბარი არ გვერიდება. რა თქმა უნდა თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, რომ ეს გამოწვევები რაც შეიძლება, ძალიან სწრაფად დავძლიოთ და ღირსეულად ვუპასუხოთ. ამას სჭირდება ჩვენი ერთად მუშაობა და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა პრობლემას, რომელიც წალენჯიხას აწუხებს, რომელიც სამეგრელოსა და ზოგადად, საქართველოში არსებობს.



ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ – განაცხადა კახა კალაძემ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up