კახა კალაძე - წარმოადგინონ ერთი კონკრეტული საკითხი, სადაც კახა კალაძეს ჰქონდა ან გადაცდომა, ან ვინმეს რამე წაართვა, ან რამეზე გაურიგდა, მუდმივად სისულელე კითხვების რეჟიმში ვიმყოფები

კახა კალაძე - წარმოადგინონ ერთი კონკრეტული საკითხი, სადაც კახა კალაძეს ჰქონდა ან გადაცდომა, ან ვინმეს რამე წაართვა, ან რამეზე გაურიგდა, მუდმივად სისულელე კითხვების რეჟიმში ვიმყოფები

access_time2020-06-06 14:42:07

„წარმოადგინონ ერთი კონკრეტული საკითხი, სადაც კახა კალაძეს ჰქონდა ან გადაცდომა, ან ვინმეს რაიმე წაართვა, ან რამეზე გაურიგდა. ერთი ფაქტი მაინც წარმოადგინონ. მუდმივად სისულელე კითხვების რეჟიმში ვიმყოფები, სადაც არ არსებობს არანაირი საფუძველი“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას მერის მხრიდან „ილი ჯგუფის“ მფარველობასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისის მერიას საკვები პროდუქტებით ამარაგებს.

კალაძის განცხადებით, ყველაფერი ხდება ტენდერის საფუძველზე. როგორც მან აღნიშნა, არსებობს გამარტივებული შეყიდვა, რაც „კანონით დაშვებულია“.

„რამდენი წელია პოლიტიკაში ვარ, 2011 წლიდან დაწყებული, მუდმივად ოპონენტების მხრიდან ისმის ცრუ ინფორმაციები, არანაირი დასაბუთება, არანაირი კონკრეტიკა. ძალიან მარტივია, რაღაც სისულელეს იტყვიან და მე უნდა გამოვიდე მერე, თავი ვიმართლო. 8 წლის განმავლობაში, წარმოადგინონ ერთი კონკრეტული საკითხი, სადაც კახა კალაძეს ჰქონდა ან გადაცდომა, ან ვინმეს რაიმე წაართვა, ან რამეზე გაურიგდა. ერთი ფაქტი მაინც წარმოადგინონ. მუდმივად სისულელე კითხვების რეჟიმში ვიმყოფები, სადაც არ არსებობს არანაირი საფუძველი. ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს. ტენდერს აქვს თავისი წესები. თუ კომპანია ამ წესებს აკმაყოფილებს, რა თქმა უნდა, ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს. ყველაფერი ხდება ტენდერის საფუძველზე. არსებობს მეორე ვარიანტი, გამარტივებული შესყიდვები, როდესაც გადაუდებელი აუცილებლობაა, ესეც კანონით დაშვებულია“, - განაცხადა კალაძემ.



IPN




მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up